„Wine Space” – დატკბი ბუნებასთან სიახლოვით

ვაინ სფეისი (Wine Space) – არის რაჭაში, ხვანჭკარის მიკროზონაში, ულამაზეს ადგილას მდებარე ბუტიკ-სასტუმრო და გლემფინგ კოტეჯი ერთ სივრცეში. 100 წლის შენობა რენოვაციის შემდეგ იქცა უნიკალური და დახვეწილი დიზაინის მქონე თანამედროვე და კომფორტულ სასტუმროდ. გარდა იმისა, რომ სასტუმროში დამსვენებლისთვის თანამედროვე კომფორტია შექმნილი, ამას თან ერთვის იმ სიძველის შეგრძნება და ისტორია, რომელიც ასწლოვან შენობას სდევს თან.

სასტუმროს ეზოში შეხვდებით 100 წლის ღია მარანს და კემპინგის მოყვარულებისთვის – გლემფინგ-კოტეჯს, რომელიც გამოირჩევა იმით, რომ შეგიძლიათ მაქსიმალურად ახლოს იყოთ ბუნებასთან და ამასთან დაისვენოთ კომფორტულ გარემოში. სტუმრებს მეტი სიმყუდროვისთვის ბუხარი და ულამაზეს ხედზე გაშლილი ტერასაც ელოდებათ.

ეს იმ დიდი ისტორიის მოკლე შინაარსია, რომელიც მარიმ მარგიანმა და მისმა მეუღლემ შექმნეს, თუმცა იმისთვის, რომ უფრო მეტად შეიგრძნოთ ის განსაკუთრებული ემოციები და შეგრძნებები, რასაც დამსვენებელი „ვაინ სფეისში“ ყოფნის დროს განიცდის, მოგიყვებით მისი შექმნის სრულ ისტორიას, რომელიც სავსეა სპონტანურობით, შეგრძნებებით, სიყვარულითა და მიზანდასახულობით.

რაჭაში უამრავი სახლი არის ნგრევის პირას მისული, ყველა სახლს კი თავისი უნიკალური ისტორია და ფასეულობა გააჩნია. „ვაინ სფეისის“ შექმნის იდეა კი 5  წლის წინ გაჩნდა, როცა მარიამ მარგიანმა და მისმა მეუღლემ ერთ-ერთი ასეთი, ნგრევის პირას მისული, საოცარი ხედებით გარშემორტყმული სახლი შეიძინეს. ალბათ, სახლის დანგრევა და თავიდან აშენება უფრო მარტივი იქნებოდა თუმცა დამფუძნებლებმა მისი აღდგენა გადაწყვიტეს, რადგან  შენობას შეენარჩუნებინა ის ხიბლი და თანმდევი ისტორია, რაც ასწლოვან შენობაში ცხოვრობს.

თავდაპირველად, სასტუმროს შექმნა დამფუძნებლების გეგმებში არ შედიოდა. ისინი უბრალოდ ლამაზ, მყუდრო და განსაკუთრებულ ადგილს ეძებდნენ. თუმცა, ძიების პროცესში ისეთ გამორჩეულ ადგილს მიაგნეს, რაც აუცილებლად უნდა გაეზიარებინათ სხვებისთვისაც. სწორედ აქ დაიწყო თავგადასავლები, რამაც მათ მეტი ენთუზიაზმი და მოტივაცია მისცა  ულამაზესი ადგილის შესაქმნელად.

„შევუნარჩუნეთ ავთენტურობა, ძველებურობის ხიბლი და ამასთან ვაქციეთ კომფორტულ სასტუმროდ, თუმცა ეს ადვილი ნამდვიილად არ ყოფილა. თბილისში ვმუშაობდით და კვირაში 2 დღე, ზოგჯერ 1 დღე გვქონდა დასვენება, მაგრამ მაინც ყოველკვირა ჩავდიოდით, სამშენებლო მასალებს ჩავიტანდით. შემდეგ უკან, თბილისში, ვბრუნდებოდით სამსახურში. ძალიან რთული აღმოჩნდა ძველის აღდგენა და კომფორტულად ქცევა, თუმცა შედეგი ამად ღირდა და გვიხარია, რომ შესაძლებლობა გვაქვს სხვებსაც გავუზიაროთ რაჭული სახლისა და გარემოს სილამაზე, ამასთან შევთავაზოთ მაღალი ხარისხის მომსახურება და კომფორტული დასვენება“, – გვიყვება მარიამი.

გაგიკვირდებათ, თუ ეს უბრალოდ სასტუმროა რაჭაში რატომ ჰქვია მას „ვაინ სფეისი“?  ახლავე გეტყვით,  მშვენიერი სასტუმროს გარდა, მარიამი და მისი მეუღლე ღვინის მწარმოებლებიც არიან და ნებისმიერ სტუმარს აქვს საშუალება დააგემოვნოს იქვე დამზადებული უმაღლესი ხარისხის ღვინო. ამასთან, უბრალოება „ვაინ სფეისისგან“ საკმაოდ შორსაა. ეს განსაკუთრებული ადგილია, იმ ადამიანებისთვის, ვისაც ქალაქური ცხოვრებისგან მოშორება, კომფორტი, დასვენება,  და ბუნებასთან სიახლოვე სურს.

„ჩვენი მიზანი თავიდანვე იყო რაჭაში ისეთი გარემოს შექმნა, სადაც სტუმრებს შეეძლებოდათ მაღალი ხარისხის მომსახურეობის მიღება კომფორტულ გარემოში და ამასთან ბუნებასთან სიახლოვე, ულამაზესი ხედით ტკბობა, გამორჩეული ღვინის და რაჭული კერძების დაგემოვნება, განსხავებული რეცეპტებით და კიდევ უფრო მეტი დამსვენებლის მოზიდვა ამ ულამაზეს მხარეში“, – ამბობს მარიამი.

„ვაინ სფეისი“ დამსვენებელს სთავაზობს სხვადასხვა სახის ნომრებს, რომლებიც სასტუმროს სტანდარტებს აკმაყოფილებს. მომხმარებლებსს საშუალება აქვთ აირჩიონ კლასიკური მყუდრო, სტანდარტული ან ლუქს ნომრები. ამასთან, სტუმრებს შეუძლიათ დაისვენონ გლემფინგ კოტეჯში, რომელიც მოიცავს 40 კვ/მ-ს და გათვლილია 4 პერსონაზე. ყველა ნომერი, კოტეჯის ჩათვლით, უზრუნველყოფილია ინდივიდუალური სველი წერტილით და გამოირჩევა საოცარი პანორამული ხედის ტერასით. სასტუმროში თითოეული დეტალი ხელნაკეთია და მათი უმეტესობა ბუნებრივი მასალებისგან არის დამზადებული. 

სტუმრებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ:

  • „ვაინ სფეისის“ წარმოებული სხვადასხვა სახის ღვინო;
  • ეზოშივე მოყვანილი მცენარეული ჩაი: ცაცხვი, პიტნა, ასკილი;
  • „ვაინ სფეისის“ მიერ შექმნილი ჩაი „კუპაჟი“;
  • ღვინის ბაზაზე დამზადებული კოქტეილები;
  • ნატურალური ლიმონათები.

ამას გარდა, ვიზიტორებს სხვადასხვა აქტივობებიც ელოდებათ:

  •  სადეგუსტაციო ტურები (ღვინისა და ქართული კერძების);
  • რთველში ყურძნის კრეფა და დაწურვა;
  • ჩურჩხელის ამოვლება;
  • ჯიპტურები;
  • საფეხმავლო ტურები;
  • საჯომარდო ტურები და მრავალი სხვა.


იმ თავდაუზოგავ შრომასთან ერთად, რაც მარიამმა და მისმა მეუღლემ სასტუმროს შექმნისთვის გაწიეს, აუცილებლად უნდა შევეხოთ პანდემიის იმ გამოწვევებს, რომლებიც სრულიად ყველა სექტორსა და მიმართულებას დაატყდა თავს და რა თქმა უნდა, არც სასტუმროს აუარა გევრდი. პანდემია „ვაინ სფეისისთვისაც“ რთული პერიოდი გამოდგა, თუმცა საბედნიეროდ, ქართველი მომხმარებლის დაინტერესება მაინც გაზრდილია, რაც სასტუმროს მუშაობას უწყობს ხელს.

ამასთან, „ვაინ სფეისს“ პანდემიის მიუხედავად, უამრავი სამომავლო გეგმა აქვს. იგეგმება განსხვავებული კონცეფციის კოტეჯების დამატება, ახალი მარნის აშენება და სტუმრებისთვის ახალი აქტივობების შეთავაზება. სამომავლო მიზანია, რომ „ვაინ სფეისი“ იქცეს ბრენდად, რომელიც მომხმარებელში განსაკუთრებულ სანდოობასთან, სიმყუდროვესთან და გამორჩეულობასთან  იქნება დაკავშირებული.

„ვაინ სფეისის“ შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, ესტუმრეთ ბრენდის „Facebook” და „Instagram” გვერდებს:

https://m.facebook.com/profile.php?id=422178891720629&ref=content_filter

https://instagram.com/info.winespace?igshid=pdwivfhbrsl1