“West Mood” – კომფორტი, რომელიც ყველას გვჭირდება

ვის არ უყვარს კომფორტი? რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანი არ არსებობს. ადამიანს არამხოლოდ უყვარს, არამედ მუდმივად მიისწრაფვის კომფორტისკენ რათა მაქსიმალურად კარგი გარემო შეიქმნას არსებობისთვის.

ბოლო დროს რომ დისკომფორტის შემქმნელი ფაქტორების სრული ასორტიმენტი მიიღო მთელმა მსოფლიომ საჩუქრად, ამაზე არავინ დაობს. ამ უსიამო მოვლენებს შორის კი ერთ-ერთი განსაკუთრებით შემაწუხებელი, პირბადის მუდმივი ტარებაა. უფრო კონკრეტულად კი პირბადის სანდოობაში მუდმივად ეჭვის შეპარვა, ამას დამატებული კანის და წვერის დახუთვა, სათვალის დაორთქლვა, პირბადის ტარებისგან ყურების ტკივილი და რაც ყველაზე მთავარია – უსაფრთხოება.

ამ პრობლემების სრულად გადასაჭრელად შეიქმნა “West Mood”-ი, ვესტერნული კონცეფციის, ქართული, ათშრიანი პირბადე, რომელშიც თავისუფლად სუნთქვაა შესაძლებელი. ბრენდის შემქმნელი კომპანია უკვე 3 წელია ქართულ ბაზარს ერთჯერადი და მრავალჯერადი საყოფაცხოვრებო პირბადეებით ამარაგებს, რომელსაც მომხმარებელი “Nano Mask”-ოს და “სიოს” სახელით იცნობს.

ვესტ მუდის უპირატესობებია:

• ყველაზე დიდი, 2X 3D ფიქსატორის დამსახურებით “ვესტ მუდი” იდეალურად ერგება ნებისმიერი ტიპის სახეს და არ საჭიროებს ყურებზე ფიქსაციას.

• არ გვეორთქლება სათვალე.

• შესაძლებელია მშრალი წმდენა,

•ბამბის 2 შრე და ნახშირის 8 შრე უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის დაცვას.

•დიდი სასუნთქი არეალის დამსახურებით მასში თავისუფლად ვსუნთქავთ.

•დახვეწილი დიზაინი მოდური შარფის ან ბანდანის ფუნქციასაც სძენს, რომელიცდაკეცვისას ხდება ბრელოკი.

•მოხმარების ინსტრუქცია, მშრალი წმენდის ანტისეპტიკი და ფასდაკლების კუპონი ვესტმუდის პირბადესთან ერთად მოთავსებულია სასაჩუქრე კოლოფში, შეძენა კი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან არის შესაძლებელი.

“მოთხოვნიდან გამომდინარე კომპანია მიზნად ვისახავთ საქმიანობის გაფართოვებას, მეტი ადგილობრივი მუშახელის ჩართვას, ასევე გარდა კლასიკური შავი “ვესტ მუდისა”, დამატებითი ფერებისა და ილუსტირებული კოლექციის დამატებას, ხოლო ზაფხულის სეზონისთვის შესაბამის მოდიფიკაციას.” აცხადებს ბიზნეს მედიასთან ინტერვიუში ბრენდის დამფუძნებელი გიორგი გოგეშვილი.

გიორგი გოგეშვილი, “West Mood”-ის დამფუძნებელი

Insta: west_mood_scarf

Fb: West Mood • ვესტ მუდი