ვენეციაში წყალი დაშრა

ვენეციაში,რამდენიმეთვიანი წყალდიდობის შემდეგ, არხები მთლიანად დაშრა,წყლის დონემ კი 45-50 სანტიმეტრით დაიკლო.

ამჟამად ქალაქში მაღალი წყლის დონის სეზონია, თუმცა ადგილობრივები ამ მოვლენას აღწერენ, როგორც “acqua bassa”-ს, ანუ დაბალი წყლის დონის მიქცევას.

2019 წლის ნოემბერში, ვენეციამ 50 წლის განმავლობაში ყველაზე დამაზიანებელი წყალდიდობა იხილა, როდესაც ქალაქში წყლის დონემ 1.87 მეტრს მიაღწია. გასულ დეკემბერს კი მოულოდნელი წყალდიდობა კვლავ ეწვია ქალაქს და წყლის დონე 1.5 მეტრზე აიწია.

ქალაქის მერის თქმით, სწრაფად ცვალებადი წყლის დონე კლიმატის ცვლილებასთან არის დაკავშირებული.

წყარო: on.ge