უფასო სწავლის შესაძლებლობა საბაუნიში

თუ ხარ აბიტურიენტი და არ იცი, სად ჩააბარო, მაშინ ეს სტატია შენთვისაა!

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მდგომარეობიდან გამომდინარე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი სრულ მხარდაჭერას უცხადებს აბიტურიენტებს და მათთვის ექსკლუზიური შეთავაზება აქვს,

„დაიწყე აქ“ საბაუნის კორპორაციულ-სოციალური კამპანიაა, რომლის ფარგლებშიც შეღავათებს სთავაზობს აბიტურიენტებს.

ყველა აბიტურიენტი, რომელიც 2021 წლის ერთიანი ეროვნულის გამოცდების შედეგად, პირველი და მეორე არჩევანით ჩაირიცხება საბაუნიში, შემოდგომის სემესტრში უფასოდ ისწავლის. ასევე, შემოდგომის სემესტრში ჩარიცხულთათვის საბაუნის სტუდენტურ საერთო საცხოვრებელზე იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.

გარდა ამისა, გრანტის მფლობელებს საბაუნი საჩუქრებს სთავაზობს შემდეგი პუნქტების მიხედვით:

● 100% და 70%-იანი გრანტის მფლობელი ყველა სტუდენტი საბაუნისგან საჩუქრად მიიღებს ლეპტოპს, რომლითაც წვდომა ექნება ყველა საჭირო სასწავლო მასალაზე, საბაუნის გამოცემებზე, სახელმძღვანელოებზე, სხვადასხვა ელექტრონულ პლატფორმაზე;

● 50%-იანი გრანტის მფლობელი ყველა სტუდენტი საბაუნისგან საჩუქრად მიიღებს პლანშეტს, რომლითაც წვდომა ექნება ყველა საჭირო სასწავლო მასალაზე, საბაუნის გამოცემებზე, სახელმძღვანელოებზე, სხვადასხვა ელექტრონულ პლატფორმაზე;

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში შეგიძლიათ შეისწავლოთ შემდეგი საბაკალავრო პროგრამები: ფსიქოლოგია, სოციოლოგია, პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, თეოლოგია, ტურიზმი, ბიზნესის ადმინისტრირება, სამართალი.