თურქული ლირა 14%-ით დაეცა

თურქული ლირა 14%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც გაანთავისუფლეს ბანკის მმართველი, ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მიიჩნევა, რომ ნაცი აგბალი იყო ის პიროვნება, რომელმაც ამოქაჩა ლირა მინიმუმიდან. ის ნოემრიდან მოყოლებული ყველანაირი მეთოდებით ებრძოდა ინფლაციას, რომელიც აღემატებოდა 15%-ს.

გადადგომამ აღაშფოთა როგორც თურქი, ასევე უცხოელი ინვესტორებიც, რომლებსაც მოსწონდათ ახლად დაწესებული ბანკის საკრედიტო პოლიტიკა.

წინა კვირას თურქული ლირა საგრძნობლად გამყარდა მას შემდეგ, რაც ბატონმა აგბალმა ორი პროცენტული პუნქტით გაზარდა საპროცენტო განაკვეთი.

ნაცი აგბალის განთავისუფლების შემდეგ ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ ეფექტურად გამოიყენებს მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტებს ინფლაციის დაგდებისთვის.