„ტრუსილვანია“ – ახალი ფერადი და ჯადოსნური სამყარო

სამეგობროს მიერ სიყვარულითა და ენთუზიაზმით შექმნილი კომპანია “ტრუსილვანია” ქართულ საცვლებისა და თეთრეულის ბაზარზე ერთ-ერთი გამორჩეულია: უნიკალური დიზაინი და მრავალფეროვნება, ფერადი, ლამაზი და კრეატიული ნახატები და მუდმივად განსხვავებული თემატიკები “ტრუსილვანიის” პროდუქციას საუკეთესო საჩუქრად აქცევს საყვარელი ადამიანებისთვის, მეგობრებისთვის, ან თუნდაც საკუთარი თავისთვის.

ტრუსილვანია” მომხმარებელს კრეატიულ, ფერად და რაც მთავარია, განსხვავებულ და ინოვაციურ პროდუქციას სთავაზობს. აქ თქვენ შეხვდებით ულამაზესად გაფორმებულ საცვლებს, რომლებიც დაუვიწყარი საჩუქარი გახდება თქვენი საყვარელი ადამიანისთვის. “ფერადი საცვლების ჯადოსნური სამყარო”, როგორც მას დამაარსებლები უწოდებენ, გთავაზობთ სახალისო, ამავე დროს პროფესიონალურად გაფორმებულ თეთრეულს ქალბატონებისთვის, თუმცა პროგრესთან და განვითარებასთან ერთად, კომპანიის გეგმებში მამაკაცისა და ბავშვის მოდელების დამატებაც შედის.

თუმცა საჭირო მასალების მოძიებასთან დაკავშირებული სირთულეების, ჩაკეტილი საზღვრების და პანდემიით გამოწვეული კრიზისისა, “ტრუსილვანიამ” პროდუქციის მაღალი სტანდარტითა და ხარისხით, მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისით და მოტივაციით მალევე დაიმკვიდრა თავი ქართულ ბაზარზე. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის შექმნის იდეა პანდემიის პერიოდში გაჩნდა, საერთო ძალისხმევით, ენთუზიაზმითა და ენერგიით დამაარსებლებმა, მედეა ტლაშიძემ, ელენე ბერიძემ და თათია თენოშვილმა საკუთარი პროდუქციით მაინც მოახერხეს მომხმარებლებისთვის იმ ემოციებისა და სითბოს გაზიარება, რასაც “ტრუსილვანია” წარმოადგენს.

ტრუსილვანია“, რომლის მთავარი მიზანიც, სწორედ “სასტუმრო ტრანსილვანიის” მსგავსი ჯადოსნური, ფერადი და უნიკალური სამყაროს შექმნაა, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ამ რთულ პერიოდში თქვენი, ან თქვენი ძვირფასი ადამიანების დღეების გახალისებისთვის და ღიმილის მოგვრისთვის. ხოლო, ახალი წელი ისედაც იდეალური პერიოდია საჩუქრებისა და თბილი ემოციების გაცვლისთვის, რაშიც “ტრუსილვანია” დაგეხმარებათ.

საკონტაქტო: trusilvania.com, Facebook, 557 76 25 55;