ტოპ 5 აპლიკაცია თქვენი “Instagram Stories” ბრწყინვალებისთვის!

ინსტაგრამი ერთ-ერთი წამყვანი სოც.მედია პლატფორმაა. ალბათ, იშვიათად ვნახავთ ადამიანს, ვის ტელეფონშიც ეს პოპულარული აპლიკაცია არ მოიძებნება.
ინსტაგრამს ერთნაირი წარმატებით იყენებენ უბრალო ადამიანები, ბიზნესები, ცნობილი ვარსკვლავები და ინფლუენსერები. იგი თითოეული ჩვენგანის ერთგვარ სავიზიტო ბარათადაც იქცა.
როგორც სხვა აპლიკაციები, ინსტაგრამიც ცდილობს, დარეგისტრირებულ მომხმარებელს მუდმივი სიახლე და საინტერესო ფუნქციები შესთავაზოს. შესაბამისად, ყურადღების მისაქცევად მხოლოდ ფოტოებისა და ვიდეოების გაზიარება საკმარისი აღარ არის. ახლა უკვე უამრავი შესაძლებლობა გვაქვს ჩვენი ინსტაგრამი მეტად საინტერესო გავხადოთ.
აპლიკაციები დახმარების ხელს გვიწვდიან და უამრავ იდეას, დიზაინს და ინოვაციას გვთავაზობენ.

ე.წ. „ინსტაგრამ სთორი“ უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. კარგი “STORY” მეტი ყურადღების, მეტი მოწონების და მეტი გამომწერის გარანტიაა.
დღეს სწორედ იმ დამხმარე აპლიკაციებზე ვისაუბრებთ, რომლებიც ლამაზი მომენტების კიდევ უფრო გალამაზებასა და აუდიტორიისთვის საინტერესოდ მიწოდებაში დაგვეხმარება.

ახლა კი მოიმარჯვეთ თქვენი სმარტფონები და ეს აპლიკაციები გატესტეთ:

  1. CANVA

დიახ, სწორად გაიგეთ!
“CANVA” მხოლოდ გრაფიკული დიზაინერებისთვის შექმნილი პროგრამა როდია.
ადრე მას მხოლოდ პოსტებისთვის განკუთვნილი ფოტოების შექმნა შეეძლო, მაგრამ მათ უკვე დაამატეს ფუნქცია „Instagram story maker“.
ამ აპლიკაციის საუკეთესო მხარე ისაა, რომ უმარტივესი სამართავია და თანაც სრულიად უფასოა! ის ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდ, ასევე IOS სისტემაზე.

კიდევ ერთი აპლიკაცია, რომელიც სრულიად უფასოდ გთავაზობთ 1000 – ზე მეტ გამზადებულ გემოვნებიან შაბლონს თქვენი „სთორისთვის“. მას 5 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.
უფასო შაბლონების გარდა, ასევე ხელმისაწდომია ფასიანი ვერსიებიც. მრავალფეროვანი ფილტრებისა და თემების დამსახურებით, თქვენი “STORY” ნამდვილად საუკეთესო იქნება!

აქ ოდნავ უფრო მეტი სამუშაოა, მაგრამ სანაცვლოდ ყველასგან განსხვავებული და ორიგინალური “STORY” – ს შექმნა შეგიძლიათ.
უნდა აღინიშნოს, რომ აპლიკაცია მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. შესაძლებლობა გაქვთ ასევე დაამზადოთ სტანდარტული პოსტები სხვა პლატფორმებისთვის, შთამბეჭდავი ბანერები და ფლაერები თქვენი ბიზნესისითვის.
აპლიკაცია გთავაზობთ უამრავ განსხვავებულ დამწერლობას, ფონს, გრაფიკას. მას ნაკლს უბრალოდ ვერ უპოვით!

თუ HD ხარისხის ვიდეო ედიტორს ეძებდით, ის თქვენ წინაშეა! მას უამრავი ფუნქცია აქვს: ვიდეოს მოჭრა, გაერთიანება, სიჩქარის კონტროლი, მუსიკალური ფონის შექმნა და ა.შ.
ასევე აქვს წვდომა ფონტებზე, სტიკერებსა და სმაილებზე, რომლითაც ვიდეოს გაფორმებას შეძლებთ. აპლიკაციას გამოიყენებთ არა მხოლოდ ინსტაგრამისთვის, არამედ “Youtube” – სა და “TIK-TOK” – სთვისაც.

პირდაპირ გეტყვით, აუცილებლად გადმოწერეთ!

მზა ვერსიები დაყოფილია კატეგორიებად: მოდა, ბუნება, რეკლამა, კვება და ა.შ, რაც სასურველი თემატიკის პოვნას აადვილებს. შეგიძლიათ შექმნათ კოლაჟები, აკონტროლოთ დრო, ცვალოთ ფონები და ტექსტების დიზაინი.
შედეგით ნამდვილად სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით.
ხელმისაწვდომია როგორც უფასო, ასევე ფასიანი შაბლონები.

ზემოთ ჩამოთვლილი აპლიკაციების გარდა თამამად შეგვიძლია რეკომენდაცია გავუწიოთ შემდეგ პლატფორმებსაც: “Story lab”, “StoryART”, “Intories”, “StoryStar” და ა.შ.

თქვენ რომელ აპლიკაციას იყენებთ თქვენი ინსტაგრამის ბრწყინვალებისთვის?

წყარო: www.tricksroad.com