“TikTok”-ს ახალი კონკურენტი გამოუჩნდა

“Facebook”-ის კვლევითმა ჯგუფმა ახალი აპლიკაცია “BARS” გამოუშვა.

“BARS” დამწყებ რეპერებთან თანამშრომლობით შეიქმნა და ჯერჯერობით ბეტა ვერსიაა ხელმისაწვდომი. ის ძირითადად რეპზეა ფოკუსირებული.აპლიკაციაზე 1 წუთიანი ვიდეოს გადაღება და “challange” რეჟიმში აპის მიერ ნარჩევი სიტყვების გამოყენებით გარეპვაც შეგიძლიათ.

ვერტიკალური ფიდი, ვიდეოდან ვიდეოზე გადასვლა და 1 წუთიანი ფორმატი მომხმარებლისთვის უკვე ნაცნობია. აპლიკაცია დიზაინით ძალიან ჰგავს “TikTok”-ს. ეს სავარაუდოდ “facebook”-ის ახალი მცდელობაა, კონკურენცია გაუწიოს პლათმორმას.

“BARS”-ის ბეტა აპლიკაცია ჯერჯერობით მხოლოდ “ios”-ზე, აშშ-ს “app store”-ში არის ხელმისაწვდომი.

წყარო: techcrunch.com