თავზე თბილი „ქუდი“ დაიხურე !

სეზონურ სიცივესთან გასამკლავებლად აუცილებლად დაგჭირდებათ თბილი ქუდები, რომლებიც მრავავალფეროვანი დიზაინით, სიფერადითა და ხარისხით გამოირჩევიან. მათი სწორად შერჩევისთვის კი აუცილებლად მოგიწევთ გადახედოთ „ქუდის“ კოლექციას და ისიამოვნოთ მოდური შენაძენით.

ეს არის იდეა, რომელიც 4 მეგობრის – თინანო ლომინაძის, ირო ცაგარეიშვილის, ნინი კვაჭანტირაძისა და ნუცა ჩხობაძის, ბავშვობის დროინდელი ახდენილი ოცნებაა. გოგონები პირველი კლასიდან მოყოლებული გეგმავდნენ, თუ როგორ ექნებოდათ საერთო ბიზნესი, როცა გაიზრდებოდნენ და 2019 წლის 29 ნოემბერს, 22 წლის ასაკში მათ საკუთარი ბრენდი დააარსეს.

გარდა ზამთრის სუსხისგან თავის დაცვისა – „ქუდი“ საშუალებას გაძლევთ, ხელსაყრელ ფასად შეიძინოთ მოდური ბერეტები და კეპები, რომლებიც წლის ერთ-ერთ მთავარ ტენდენციად ითვლებიან. როგორც მათთან საუბრით ვიგებთ – იდეა გაუჩნდათ უცაბედად, შექმნეს სრულიად ახალი ლოგო და რაც მთავარია, ქართული ბრენდი, რომელმაც უკვე მიაღწია საკმაო წარმატებას და სამომავლოდ კიდევ უფრო დიდი გეგმებითა და ამბიციებით აპირებეს ქართულ ბაზარზე ასპარეზს.

მათი კოლექცია შეგიძლიათ იხილოთ და შეიძინოთ ბმულებზე:

https://www.facebook.com/Qooodi

https://www.instagram.com/qoodi_/