,,თამარ • ინ” – გამორჩეული დიზაინის სამკაული

სამკაული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია, რომელსაც გარდა ვიზუალური დატვირთვისა შინაარსობრივი საფუძველიც შეიძლება ჰქონდეს და მისი მფლობელის ხასიათი ზუსტად გამოხატოს. სწორედ ამიტომ, მისი არჩევისას ძალიან ბევრ დეტალს ვითვალისწინებთ და გვსურს, რომ იგი ისეთივე ორიგინალური იყოს, როგორც ჩვენ ან ის ადამიანი, ვისთვისაც ამ ლამაზ საჩუქარს ვიმეტებთ.

ქართულ ბაზარზე მრავალი ბრენდი გამოდის ასპარეზზე, რომელიც სხვადასხვა სტილის აქსესუარს სთავაზობს მომხმარებლებს, თუმცა ხელნაკეთი, დახვეწილი სამკაულები აქტუალობას წლის არც ერთ დროს არ კარგავს. სწორედ ამიტომ, დღეს გვსურს, რომ ფერადი და საინტერესო ბრენდი გაგაცნოთ, რომელიც თქვენი საკმაულის პოვნაში დაგეხმარებათ.

,,თამარ • ინ” ორი წელია რაც ჩამოყალიბდა. მისი Facebook გვერდი 2019 წელს შეიქმნა და მომხმარებელთა ინტერესიდან გამომდინარე, მალევე გაივსო ულამაზესი ნამუშევრების ფოტოებით.

კომპანიის დასახელება – ,,თამარ • ინ” მისი დამფუძნებლის ინგა ჯაჯანიძის ნათლობისა (თამარი) და პირველი სახელის (ინგა) გაერთიანებას წარმოადგენს. იგი ჩვენთან საუბარში იხსენებს, რომ გვერდის შექმნის იდეა მის შვილის – ირაკლის დაჟინებულ თხოვნას უკავშირდებოდა. საბოლოოდ, ულამაზესი სამკაულები, მართლაც, გასცდა სამეგობრო წრეს და უამრავმა ადამიანმა შეიყვარა.

,,თამარ • ინ” მომხმარებელს ხელნაკეთ აქსესუარებს სთავაზობს. აქ აღმოაჩენთ უნიკალურ სამაჯურებს, ყელსაბამებსა და საყურეებს, რომლებიც ნებისმიერი ასაკისა თუ გემოვნების ადამიანისთვის არის საინტერესო.

,,თითოეული ნაკეთობა შექმნილია დიდი მონდომებითა და სიყვარულით. ყველაფერი ხელნაკეთია. ვცდილობ, რომ თითოეული ნამუშევარი განსხვავებული იყოს წინასგან. ბაზარზე ბევრი ხელნაკეთი სამკაულია და კონკურენციაც დიდია, თუმცა ვფიქრობ, რომ მაინც განსხვავებულს ვქმნი.”

მომხმარებლის დიდი სიყვარულისა და მოთხოვნიდან გამომდინარე სამომავლოდ ბრენდი სასაჩუქრე ბოქსების დამატებასაც აპირებს, რომელშიც ის ყველაზე გაყიდვადი სამკაულები იქნება თავმოყრილი, რომლებიც ბრენდის სახედ იქცნენ. რომელი სამკაული მოგწონს შენ?