ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტები ყველაზე მაღალ ფასად

უახლესი, 2020 წლის 3 დეკემბრის, მონაცემებით საქართველოში ფასების ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა. ფასები გაზრდილია ისეთი პროდუქტებზე, როგორებიცაა : ბოსტნეული და ბაღჩეული, რძის პროდუქტი, ზეთი და სხვა ცხიმეულობა. ფასების მკვეთრმა ცვლილებამ წლიურ ინფლაციის დონეზეც შესაბამისი გავლენა იქონია.

საქ. სტატ-ის მონაცემებით, ინფლაციის დონე წინა თვესთან შედარებით 0.9%, ხოლო წლიური ინფლაციის 3.9 % -ია.

 ინფლაციის დონის ამ მკვეთრ ცლილებაზე ყველაზე დიდად გავლენა ზეთის ფასის მკვეთრმა მატებამ იქონია. ზეთზე და ცხიმზე , წინა წელთან შედარებით, ფასები 23.3%-ით გაიზარდა.

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასების ზრდის მაჩვენებელი წლიური 6%-ია, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.92 პროცენტული პუნქტით აისახა. უფრო დეტალურად კი ღირებულაბის ცვლილება შემდეგნაირია :

  • ზეთი და ცხიმი (23.2 პროცენტი)
  • ყავა, ჩაი და კაკაო (12.2 პროცენტი)
  • თევზეული (9.1 პროცენტი)
  • რძე, ყველი და კვერცხი (8.0 პროცენტი)
  • პური და პურპროდუქტები (7.1 პროცენტი)
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (7.0 პროცენტი
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.7 პროცენტი)
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები (3.7 პროცენტი).
  • ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-5.3 პროცენტი);

1.5 მლ.ლიტირიან ზეთს ბაზარზე ყველაზე იაფად, 5 ლარად იპოვნით.

წყარო : GeoStat.ge