სტუდია ,,Ghibli” ჰოულის მოსიარულე კოშკის შენობას აშენებს

სტუდია ,,Ghibli” თემატურ პარკს აშენებს, რომელიც 2022 წელს გაიხსნება.

მართალია, მთელი ეს მოძრავი ნაწილები ფანტასტიკის სფეროს უფრო შეეფერება ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, თუმცა ჩანაფიქრის მიხედვით, ჰოულის მოძრავი კოშკი დაახლოებით ხუთსართულიანი შენობა იქნება.

Credit: Studio Ghibli

აღნიშნული კოშკი პარკის Witch’s Valley- ის ტერიტორიის ნაწილია. გარდა ჰოულის მოსიარულე სახლისა, მშენებლობები ასევე დაიწყო პრინცესა მონონოკის სოფელზე, დონოკოს ტყეზე ტოტოროდან, სპეციალურ ზონაზე, სადაც გამოსახული იქნება მონუმენტები ანიმეებიდან: „კატა ბრუნდება“ და „გულის ჩურჩული“.

გიბლის თემატური პარკის გახსნა 2022 წლისთვისაა დაგეგმილი, ხოლო Witch Valley და Princess Mononoke სფეროები ერთი წლის შემდეგ გაიხსნება.