სტივენ კინგი პატარა მწერლებს პანდეემიით შთაგონებული წიგნების გამოქვეყნებაში ეხმარება

საშინელებათა ჟანრის წიგნებისა და ფილმების მოყვარულები მწერალ სტივენ კინგს კარგად იცნობენ, თუმცა ცოტამ თუ იცის, მისი და თავისი დის მიერ შექმნილი ფონდის შესახებ, რომელიც საზოგადოების გაძლიერებასა და მხარდაჭერას ემსახურება. არაკომერციულ ფონდს ინტერესი აქვს იმ ადამიანებსა და ორგანიზაციებზე, რომლებსაც ნაკლები წვდომა აქვთ საჭირო რესურსებზე მეინის შტატში.

Associated press-ის თანახმად, მწერლის ფონდი მეინის შტატის დაწყებითი სკოლის, ავტორთა შესწავლის პროგრამაში გაწევრიანებულ მოსწავლეებისთვის 6500 აშშ დოლარს გასცემს და ამით მათ 290 გვერდიანი წიგნის დაწერაში შეუწყობს ხელს.

მოსწავლეები მოთხრობას კრეატიული კუთხით მიუდგნენ. მათ გარი სევეჯის 2016 წლის წიგნს – „ფლეტჩერ მაკენზი და გზა მთლიანობისკენ“ – ადაპტაცია გაუკეთეს, რათა თავიანთი პანდემიის პერიოდში შეძენილი გამოცდილება, წიგნში ჩაერთოთ.

სტივენ კინგის მკითხველებს აუცილებლად გაუხარდებათ სიახლე, რომელსაც 2 მარტს თავად იხილავენ. ავტორი კრიმინალური ნოველის, სახელად „მოგვიანებით“, გამოსაცემად ემზადება.

წყარო : rollingstone