“Sofiaart”-ის ხელოვნება

ხელოვნება არის ხსნა მოსაწყენი ყოველდღიურობისგან

უძველესი დროიდან ადამიანებს ჰქონდათ შემოქმედების მოთხოვნა და ეს ბუნებრივია, რადგან ხელოვნებაში ჩვენ ვეძებთ – სილამაზეს, ტანჯვას, ხსნას, ბოროტებასა თუ სიკეთეს. ხელოვნება არის ჩვენი სულის საკვები.  დღეისთვის ის ბევრად უფრო ხელმისაწვდომი გახდა და ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად შეიჭრა.

თუ თქვენ დაინტერესებულები ხართ მხატვრობით და მუდმივად ეძებთ სიახლეებს ამ მიმართულებაში, მაშინ ქართველ ფერმწერს – სოფია ბელთაძეს უნდა ადევნოთ თვალი.

90-იან წლებში სოფია ბელთაძემ  ქუთაისის ხელოვნებისა და პედაგოგიკის კურსი დაამთავრა. 2005 წელს, არსებული მდგომარეობის გამო, მას ქვეყნის დატოვება მოუწია და მას შემდეგ, მხოლოდ რამდენჯერმე მოახერხა საქართველოში მოკლევადიანი ვიზიტი.

ემიგრანტ მხატვარს მალევე მოუწია ხატვის მიტოვება, თუმცა 22 წლიანი პაუზის შემდეგ საყვარელ საქმეს დაუბრუნდა. მისი ნამუშევრების უმრავლესობა კარანატინში არის შესრულებული.

სოფია აქტიურად იღებს მონაწილეობას ჯგუფურ გამოფენებში. ასევე ის გახლავთ „საქართველოს მხატვართა ლიგის“ და „ემიგრანტ მხატვართა კავშირის“ წევრი. სოფია აქტიურად ერთვება  საშემოდგომო და საგაზაფხულო გამოფენებზე „ერთი მხატვრის – ნათელა იანქოშვილის“ მუზეუმის გამოფენებში.

Sofiaart_-ზე, რომელიც ყოველდღიურად განახლდება, შეძლებთ მისი ნამუშევრების ნახვას და შეძენას. პანდემიის დასრულების შემდგომ ის პერსონალური გამოფენის მოწყობას გეგმავს  და საკუთარი ნამუშევრების საზოგადოებისთვის კიდევ უფრო აქტიურად გაცნობას, როგორც საქართველოში, ისე საბერძნეთში.

instagram : https://www.instagram.com/sofiaart____/?igshid=19y7wf71vdjpu&fbclid=IwAR3EVFpvIooUm0Az4l4FGaRqTwIA8A_P5R-ezun_nenvCFPChrvwoqyuqMY

facebook : https://www.facebook.com/Sofiaart___-101643508264876