“სიმაღლეში ზრდის ცენტრი”

აღნიშნული კომპანია არის იმ საქმის გაგრძლება, რომელსაც საფუძველი 25 წლის წინ ჩაეყარა. ეს იყო სამოდელო სააგენტო, რომლის რიგებშიც ამ წლების განმავლობაში ათასობით გოგონა ირიცხებოდა (და არა მარტო გოგონა).  კარიერულ წინსვლას მხოლოდ ის მოდელები აგრძელებდნენ, რომელთა სიმაღლეც 170 სმ-ს აღემატებოდა,   დიზაინერები კი მხოლოდ მათ ირჩევდნენ პოდიუმის მოდელებად (აქვე უნდა ავღნიშნო, რომ ფოტომოდელს ნაკლებად სჭირდება ზუსტი პარამეტრები), რაც სააგენტოში არასასურველ ემოციურ გარემოს ქმნიდა.  ქალბატონ ლიკას გული შესტკიოდა  მოსწავლეებზე, რომლებიც გამორჩეულნი იყვნენ გარეგნობით, ნიჭითა და მონდომებით, თუმცა სულ რამოდენიმე სანტიმეტრის გამო  უწევდათ პოდიუმზე დგომის ოცნების რეალიზაციაზე უარის თქმა. იგი, რა თქმა უნდა, ყველანაირად გვერდში ედგა მათ. ლიკას არაერთი ჩვენება გაუკეთებია საკუთარი სახრსრებით, რათა  გოგონებს ბავშვობის ოცნება აეხდინათ, თუმცა რამდენიმე დეფილე სრულებით არ იყო საკმარისი.  იგი წლების განმავლობაში ეძებდა გზებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად, თუმცა  მხოლოდ განსაკუთრებულად ნიჭიერი და გარეგნობით გამორჩეული მოსწავლეებისთვის ფოტომოდელობის შეთავაზება შეეძლო მაშინ, როცა ეს მიმართულება საქართველოში არც თუ ისე წარმატებული იყო. პოდიუმის მოდელები ბევრად უფრო  მალე ხდებიან პოპულარულები, ვიდრე ფოტომოდელები. მაღალ გოგონებს ასევე აქვთ ორი არჩევანი: პოდიუმი და ფოტოსესია, ტანით პატარებს კი მხოლოდ ერთი -ფოტომოდელობა.

ერთ დღესაც ლიკამ გაიცნო ადამიანი, რომლის ნათესავიც ცნობილი ექიმი, აკადემიკოსი ანატოლი პალკო აღმოჩნდა. მას მოსკოვში დაარსებული ჰქონდა სიმაღლის სკოლა. აღნიშნულ სკოლას წარმოუდგენელი შედეგები ქონდა და 30 წლის ადამიანებიც კი გამოხატავდნენ ინტერესს. ეს ლიკას სფეროში განვითარების გარდამტეხი მომენტი იყო.  მან რამდენიმე პარტნიორთან ერთად  შეიქმნა „სიმაღლეში ზრდის ცენტრი“, რომელიც ერთადერთია საქართველოში. თავდაპირველად იგი მხოლოდ მოდელებისთვის იყო განკუთვნილი, დღესდღეისობით კი ცენტრში ბალერინები, სპორტსმენები, მოცეკვავეები, სხვადასხვა პროფესიის ბავშვები ( და არამარტო ისინი) იყრიან თავს.

მრავალმა ადამიანმა გაითქვა სახელი აღნიშნულ ცენტრში გაწევრიანებით. ხშირად მას სხვა სააგენტოს მოსწავლეებიც აკითხავენ იმ უმაღლესი ხარისხიდან და პროფესიონალიზმიდან გამომდინარე, რაც აღნიშნულ ცენტრს გააჩნია. პანდემიამ საქმიანობაში დროებითი შეფერხება გამოიწვია, თუმცა დღეისათვის ცენტრი მთელი დატვირთვით განაგრძობს მუშაობას.

ვინაიდან და რადგანაც ცენტრის ძირითადი ვიზიტორები ახალგაზრდები არიან, გარკვეული კითხვა ჩნდება ცენტრით უფროსი ასაკის ადამიანების დაინტერესების თაობაზე. ისინი სხეულის კორექციისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოს მოტივით სტუმრობენ ცენტრს, რადგანაც იქ დანერგილი მეთოდიკა მრავალი დაავადების პრევენციისთვის გამოიყენება. ამ მეთოდის პოპულარობა ქიმიური პრეპარატების და ჰორმონების გამოუყენებლობითაც განისაზღვრება. ლიკა თვლის, რომ მათი დონის კონკურენტი უბრალოდ არ არსებობს და ბაზარზე მათ გარდა უბრალოდ ვიტამინებისა და მცენარეულის წამლების გამყიდველები პოზიციონირებენ.

კომპანიის პარტნიორებს შორის ნომერ პირველი „ჩაჩავას კლინიკაა“, რომელიც ლიკას აზრით, საქართველოში უპირველესი კლინიკაა და მათთან თანამშრომლობა მხოლოდ სასარგებლო შედეგების მომტანია. აღნიშნული ცენტრის ახლანდელი ადგილმდებარეობა სწორედ „ჩაჩავას კლინიკაშია“. 

ლიკას აზრით, ცენტრი აკეთებს საკმაოდ კარგ საქმეს. იზრდებიან სამომავლოდ წარმატებული მოდელები, რომლებიც პირველ ნაბიჯებს სწორედ ამ ცენტრის კედლებში დგამენ. იგი საკმაოდ კარგი ხელმძღვანელი და ავტორიტეტული პიროვნებაა და სამომავლოდაც მრავალი უზარმაზარ ნაბიჯის გადადგმას აპირებს სამოდელო სფეროს განხრით.