
Google-ს ინფორმაციით ანდორიდის მომხმარებლები, ტექსტური შეტყობინებების განრიგის მიხედვით გაგზავნას შეძლებენ –ანუ მესიჯს წინასწარ წერთ და მოგვიანებით,თქვენთვის სასურველ დროს ადრესატს უგზავნით.
ახალი ფუნქციის გამოსაყენებლად გჭირდებათ სმარტფონი, რომელიც android 7-ზე ან უფრო ახალ ვერსიაზე მუშაობს. ასევე, აუცილებელია, google messages-ის ბოლო ვერსია გქონდეთ გადმოწერილი.
როგორ გამოვიყენოთ ფუნქცია?
- შედით მესიჯებში და აირჩიეთ ადრესატი
- დაწერეთ ტექსტური შეტყობინება
- გაგზავნის ღილაკს დიდხანს დააწექით
- ამოხტება განრიგის შესადგენი ფანჯარა-აირჩიეთ სასურველი დრო
- გააგზავნეთ მესიჯი
წყარო:CNBC