Shellac.ge • შილაკი – აჩუქე განსაკუთრებული სხვას ან საკუთარ თავს

ლამაზი, კარგად მოვლილი ფრჩხილები ადამიანზე ბევრს მეტყველებს. იგი ხაზს უსვამს თითების სინატიფეს და სწორედ ამიტომაა, რომ უცხო ადამიანის გაცნობისას, ხშირად, სწორედ მისი ფრჩხილები იქცევს ყურადღებას. ის ერთგვარი სავიზიტო ბარათია, რომელიც ადამიანის ცხოვრების სტილსა და გემოვნებაზე ბევრს ამბობს.

გასაკვირი არ არის, რომ შილაკის, გელ-ლაქისა და სხვა გამძლე საფარების გამოჩენამ ბაზარზე, რომელიც ულტრაიისფერი ნათებით შრება და საკმაოდ დიდხანს ძლებს, ფურორი მოახდინა. ეს პროდუქცია საკმაოდ მოთხოვნადი და პოპულარული გახდა, თუმცა იმისთვის, რომ საუკეთესო პროდუქცია გამოიყენოთ, უნდა იცნობდეთ სანდო, მაღალი ხარისხის მომწოდებელს, რომელიც თქვენს მოლოდინებს გაამართლებს.

,,Shellac.ge • შილაკი” ონლაინ მაღაზიაა, რომელსაც ყველა ის მნიშვნელოვანი ატრიბუტი აქვს, რომელიც თქვენი ფრჩხილების მოვლისთვისაა საჭირო. აქ შეხვდებით საშრობებს, ელექტრო ქლიბებსა და გელ-ლაქის მასალებს. კომპანია უსწრაფესი საკურიერო მომსახურებითაც გამორჩევა – მთავარია ჩაიფიქროთ სასურველი ნივთი და იგი სულ მალე გაჩნდება თქვენთან.

,,ვიყავი სხვა სფეროში და მაინტერესებდა SMM. ამ პროფესიის უკეთ შესასწავლად გადავწყვიტე  გამევლო ონლაინ კურსები და გამეკეთებინა სოცმედია არხები, დამეტესტა რაღაცები, ჩამეტარებინა ექსპერიმენტები და მიმეღო პრაქტიკული გამოცდილება. იმ პერიოდში, გელ-ლაქის ჩემი ხელით გაკეთებით ვიყავი დაინტერესებული და გადავწყვიტე, სწორედ ეს მიმართულება ამერჩია. განვითარების პროცესი ნელ-ნელა სტარტაპში გადაიზარდა.” – გვიყვება სტარტაპის დამფუძნებელი, ელენე აფციაური.

აღსანიშნავია, რომ შილაკი ბაზარზე გამოსული გელ-ლაქის ბრენდის პირველი სახეობაა, რომელიც ძალიან მალე თითქოს საზოგადო სახელად იქცა, ძალიან ბევრი გელ-ლაქს შილაკის სახელით მოიხსენიებს და სწორედ ეს გახდა კომპანიის სახელის ინსპირაციაც.

,,Shellac.ge • შილაკი” მომხმარებლებს ნაკრებების აწყობის საშუალებასაც სთავაზობს, რომელსაც საკუთარი სურვილისამებრ შეარჩევენ. ხოლო, თუ დედაქალაქში არ ცხოვრობთ, არც ესაა პრობლემა, რადგან საკურიერო მომსახურება რეგიონებშიც წარამტებით ფუნქციონირებს.

,,ჩვენ ვიყენებთ ეკომეგობრულ შეფუთვებს და ძალიან ვამაყობთ ამით. ვფიქრობთ, რომ გარემოზე ზრუნვა მნიშვნელოვანია პატარა სტარტაპების მხრიდანაც კი. ჩვენ მუდმივად ონლაინ ვართ, და მზად ვართ ნებისმიერ კითხვაზე უმოკლეს დროში გავცეთ პასუხი ჩვენს მომხმარებლებს.

Shellac.ge • შილაკი არ არის ორიენტირებული მხოლოდ პროდუქციის გაყიდვაზე, ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მომხმარებლებთან ურთიერთობა და მათთვის საინტერესო ინფორმაციის გაზიარებაა. გვერდებზე არ იდება მხოლოდ პროდუქცია, ჩვენი კონტეტი არის შემეცნებითიც. გამომწერებს ვუზიარებთ სფეროში მიმდინარე საინტერესო ფოტო-ვიდეო მასალას, რჩევებს, ყოველთვის ვუსმენთ მათ და ნებისმიერი პროდუქტისა თუ სიახლის დამატებამდე ვეკითხებით მათ მოსაზრებას.’

კომპანია აქამდე წარმოდგენილი იყო ფეისბუქ და ინსატგრამ არხებში, ხოლო სულ ახლახანს დაემატა ტიკ-ტოკის არხიც, სადაც შეგიძლიათ უფრო ახლოდან გაიცნოთ ბრენდი, როემლიც თქვენს ლამაზ ფრჩხილებზე ზრუნავს.