“სკუტ სკუტი” : მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით!

„გაგვიჩნდა ოცნება, თუ რა ბედნიერება იქნებოდა რომ საქართველოც მსგავსი სკუტერების ქალაქი გამხდარიყო…“ ერთი პატარა ოცნებიდან დაიბადა უკვე ყველასთვის ცნობილი კომპანია „სკუტ სკუტი“, რომლის დევიზიც არის –„მთელი ქვეყანა ჩვენ ვიქნებით“.

ეს ოცნება ინდოეთში გაჩნდა და მალევე რეალობად იქცა – „სკუტ სკუტმა“ 2016 წელს პირველი ვინტაჟური მოდელის სკუტერები შემოიყვანა საქართველოში. ამ ყველაფერზე დაწვრილებით გიორგიმ,  კომპანიის დამაარსებელმა, ისაუბრა ჩვენთან ინტერვიუში :

როდის შეიქმნა „სკუტ სკუტი“?

„სკუტ სკუტი“ შეიქმნა 2016 წელს. იდეა გაჩნდა, როდესაც ვიყავით ინდოეთში და დავინახეთ, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გადაადგილდებოდა სკუტერით, გაგვიჩნდა ოცნება, თუ რა ბედნიერება იქნებოდა ,რომ საქართველოც მსგავსი სკუტერების ქალაქი გამხდარიყო.

ამ დროისთვის საქართველოში არ არსებობდა ვინტაჟური მოდელები, იყო მხოლოდ ძველი სკუტერები, რომელიც არ სარგებლობდა პოპულარობით. ამიტომ გადავწყვიტეთ ჩამოგვეყვანა რამდენიმე და დაგვეწყო გაქირავება.

როდესაც მივხვდით, რომ საკმაოდ დიდი პოტენციალი ჰქონდა ამ ბაზარს , მივიღეთ თიბისი სტრარტაფის დაფინანსება, ასევე ჩვენი სახსრები დავამატეთ და ჩამოვიყვანეთ უკვე სკუტერები გასაყიდად.

ახლა უკვე ვყიდით მსოფლიოში ცნობილი ბრენდის სკუტერებს – Honda, Yamaha, Aprilia და Vespa. რითიც საქართველოში ვქმნით პრემიუმ კლასის ბაზარს და ასევე მოსახლეობას ვაძლევთ საშუალებას იყიდონ საუკეთესო ხარისხის სკუტერები მისაღებ ფასად.

რას სთავაზობთ მომხმარებელს ?

ზოგადად ვცდილობთ ,რომ მთლიანად ჩავერთოთ მომხარებლის და სკუტერის ურთიერთობის ციკლში. ამიტომ ვაწყობთ „სკუტერის დღეებს“, სადაც მომხარებელს უფასოდ ვასწავლით სკუტერის ტარებას, ვაცნობთ სკუტერის ბრენდებს, ვუყვებით ისტორიას და ა.შ.

შემდეგ, რა თქმა უნდა, მოდის სკუტერის ყიდვის პროცესი და საბოლოოდ შეძენილი სკუტერის მოვლა – სერვისის.

რა გიყვართ თქვენს საქმიანობაში ?

ზოგადად ჩვენ გვიყვარს ის პროდუქტი ,რომელსაც ვყიდით. ეს არის მთავარი მოტივაცია, რითიც შემდეგ ვცდილობთ ,რომ უფრო მეტ ადამიანს შევაყვაროთ სკუტერები. გვიხარია, როცა ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩვენც ვართ ჩართულები და შემდეგ ბევრ მადლიერ სახეს ვხედავთ, რომლებმაც ბიუჯეტურად შეიძინეს სკუტერი.

სამომავლოდ რას გეგმავთ?

სამომავლო გეგმები, რა თქმა უნდა,  არის გაზრდა და უფრო მეტი ადამიანის სკუტერზე გადმოჯდომაამჯერად მაღაზია გვაქვს მხოლოდ თბილისში, გვინდა სხვა ქალაქებშიც ჩავიდეთ და მათაც შევაყვაროთ ეს პროდუქტი.

სკუტერების ძიებისას თამამად შეგიძლიათ მიმართოთ „სკუტ სკუტს“ და აარჩიოთ თქვენი შესაფერისი სკუტერი. ჩვენი გუნდი კი ჯანმრთელობას გისურვებთ.