საქართველოში ვაქცინაცია დაიწყო

დღეიდან, 15 მარტიდან, სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია იწყება. კორონავირუსის ვაქცინით პირველი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე 09:00 საათზე ღია ეთერში აიცრა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, დღეს ვაქცინაცია დაიწყება როგორც თბილისში, ისე ქვეყნის 29 რეგიონულ ცენტრში, ხოლო 17 მარტიდან პრაქტიკულად ყველა რაიონში. მისივე განმარტებით, ჯამში ვაქცინაცია 89 რაიონში განხორციელდება.

ელექტრონულ სისტემაში სამედიცინო პერსონალის რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 14 მარტის 23:00 საათის მონაცემებით, ელექტრონულ პორტალზე BOOKING.MOH.GOV.GE უკვე რეგისტრირებულია ჯანდაცვის სექტორის 2 067 მუშაკი.

წყარო : 1tv