საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2021 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 161.4 მლნ აშშ დოლარი (534.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 17.5%-ით (24.1 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.8% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ თებერვალში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 94.7% მოდიოდა.

2021 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 21.0 მლნ აშშ დოლარი (69.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის თებერვლის (21.7 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.4%-ით ნაკლებია.