საოფისე ფართები იაფდება

2020 წელს საშუალო შეწონილი იჯარა 3%-ით შემცირდა არაკლასიფიცირებულ ბიზნეს ცენტრებში და მ²-ი -ზე 13.9 აშშ დოლარი შეადგინა. საშუალო შეწონილი იჯარა 3%-ით შემცირდა B კლასის ბიზნეს ცენტრებში, ხოლო 1%-ით A კლასში. აღნიშნული მაჩვენებელი 1%-ით გაიზარდა C კლასის ბიზნეს ცენტრებში და მ² -ზე 11.4 აშშ დოლარს გაუტოლდა.

Colliers-ის კვლევის მიხედვით, 2020 წლის მდგომარეობით ვაკანტურობის კოეფიციენტი ყველა კლასის ბიზნეს ცენტრში გაიზარდა. მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა A კლასის და არაკლასიფიცირებულ ბიზნეს ცენტრებში. ვაკანტურობის კოეფიციენტი გაიზარდა 22 და 10 პროცენტული მაჩვენებლით. ვაკანტურობის კოეფიციენტი კვლავაც ყველაზე მაღალია A კლასის ბიზნეს ცენტრებში და 47%-ს შეადგენს. მას მოსდევს C კლასი 24%-ით, არაკლასიფიცირებული ბიზნეს ცენტრები 16%-ით და B კლასი 14%-ით.

თანამედროვე ბიზნეს ცენტრების საშუალო ვაკანტურობის კოეფიციენტი 24%-ს შეადგენს და წინა პერიოდთან შედარებით 10 პროცენტული მაჩვენებლითაა გაზრდილი.

პანდემიის პერიოდში დარეგისტრირებული კონტრაქტების საშუალო შეწონილი იჯარა 10%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელზე. მაჩვენებელი 7% და 19%-ით მაღალია A კლასისა და C კლასის ბიზნეს ცენტრებში და 1მ²-ზე 24.1 და 13.4 აშშ დოლარს შეადგენს. მაშინ როცა B კლასისა და არაკლასიფიცირებულ ბიზნეს ცენტრებში ახალი/განახლებული კონტრაქტების საშუალო შეწონილი იჯარა, შესაბამისად, 4%-ით და 12%-ით შემცირდა.

წყარო: gbc.com