სან-ფრანცისკოს მოსიარულე სახლი

სან ფრანცისკოში, 139 წელი ფრანკლის სტრიტის 807-ში ყოფნის შემდეგ ორ სართულიან ვიქტორიანული სტილის სახლს მისამართი შეუცვალეს.

მწვანე სახლი, დიდ ფანჯრებითა და ყავისფერი კარით, გიგანტურ მოძრავ მოწყობილობაზე მოათავსეს და შორიახლოს, 6 კორპუსის მოშორებით გადაიტანეს. ბუნებრივია, აღნიშმულ პროცესს ბევრი ადამიანი ადევნებდა თვალს. მოვლენით დაინტერესებულებმა ტროტუარი დაიკავეს და სახლის გადაადგილების პროცესს თვალს ადევნებდნენ, ზოგმა ეს მოვლენა კადრებზეც აღბეჭდა. ,,სან-ფრანცისკოს ქრონიკის” ცნობით სახლის გადაადგილება წლების განმავლობაში იგეგმებოდა.

ამ ექვს საძინებლიანი სახლის მფლობელს, ბროკერ ტიმ ბრაუნს სახლის გადაადგილება $400.000 დაუჯდა. პროცესს ამ საქმეში გამოცდილი ჯოი ფილი უძღვებოდა, რომლის თქმითაც ამ სურვილის განსახორციელებლად 15-ზე მეტი საქალაქო სააგენტოს ნებართვა დასჭირდა. ყველაფერთან ერთად, მოქმედება სახიფათოც იყო, რადგან გადაადგილების პირველ მონაკვეთზე დაღმართის გადალახვა მოუწევდათ.

იხილეთ ამ პროცესის ამსახველი ვიდეო.

წყარო : AP