ჩვენ შესახებ

პანდემიის პირობებში მთელი მსოფლიო დიდი გამოწვევების წინაშე დგას, ისეთ რეალობაში, სადაც არ ვიცით რა მოხდება ხვალ, ყოველდღიურად წესდება საჭირო, მაგრამ  ჩვენთვის აქამდე უცნობი შეზღუდვები, რაც სამწუხაროდ, ბიზნების განვითარებას ხელს უშლის.  ეს დღევანდელი რეალობაა და თვალი უნდა გავუსწოროთ იმ ფაქტს, რომ მსოფლიო და მათ შორის საქართველოც მწვავე ფინანსურ კრისიზშია.

კომპანიებს უჭირთ საზოგადოებამდე საკუთარი პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიტანა, რასაც გაზრდილი ფასები და კრიზისული ფონი ემატება. აღნიშნულ პერიოდში კი განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესი დგას მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე, რის გამოც ზოგიერთ მათგანს ფუნქციონირების შეჩერება უწევს.

ჩვენ გვჯერა, რომ შეგვიძლია ქართულ ბიზნესს ამ ეტაპის გადალახვასა და შემდგომ განვითარებაში დავეხმაროთ!

ბიზნესმედია 2020 წელს შეიქმნა და მთავარ მიზნად სწორედ კომპანიების ცნობადობის ამაღლებას ისახავს. ჩვენ შეგვიძლია დაგიმზადოთ საიმიჯო ვიდეორგოლები და ტექსტური მასალა, რომლებიც განთავსდება ბიზნესმედიის საიტსა და სოციალურ სივრცეებში.  ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ სოციალური მედიის მართვაში, პოსტების შექმნისა და რეკლამირების საშუალებით. ჩვენ შეგვიძლია ვებ-საიტების, ლოგოსა და ბრენდბუქის შექმნა. ჩვენი პროფესიონალი და კრეატიული ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდი არის იმისთვის, რომ გამოავლინოს თქვენი კომპანიის საჭიროებები და უმაღლესი ხარისხის ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნას თქვენზე მორგებული, კონკურენტუნარიანი პროდუქტი. რაც მთავარია, ჩვენი მთავარი მიზნის, ქართული ბიზნესის მხარადაჭერიდან გამომდინარე,  სერვისის ღირებულება მერყეობს სოციალური ფასის ფარგლებში.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჟურნალისტების ვიზიტს.
  • სოციალური მედიის მართვას.
  • ვიდეო რგოლის დამზადებას.
  • მონტაჟს.
  • სოციალურ მედიასა და საიტზე განთავსებას.
  • ვიდეოს გავრცელებას.
  • სტატიის მომზადებას.
  • ფოტო/ილუსტრაციის დამზადებას.
  • ლოგოს, საიტისა და ბრენდბუქის შექმნას.

archvadzemariami3@gmail.com

+995571009715