ქართული ბრენდებით დაკომპლექტებული საახალწლო საჩუქრების ნუსხა

საახალწლო ციებ-ცხელება გადამწყვეტ ფაზაშია შესული, წლის მთავარ დღესასწაულამდე სულ რამდენიმე დღე რჩება. ალბათ ამ ახალი წლისადმი განსაკუთრებით დიდი მოლოდინი გვაქვს, რადგან გვსურს 2020-ის ცუდი მომენტები აქვე დავტოვოთ და 2021-ში არაფერი გადავიტანოთ.

2021 წელს უმრავლესობა სახლში შეხვდება ოჯახისა და უახლოესი ადამიანების გარემოცვაში. სწორედ ამგვარ მომენტებშია აუცილებელი სწორად შერჩეული საჩუქრები, რომლებიც ადრესატების გულს სიხარულით, ხოლო თვალებს აღფრთოვანებისგან მოგვრილი ნაპერწკლებით აავსებს.

გთავაზობთ კრეატიული, მშვენიერი და ორიგინალური საჩუქრების იდეებს, რომლებიც საქართველოში იწარმოება და საყვარელი ადამიანის გახარებასთან ერთად ქართული ბიზნესის განვითარებასაც შეუწყობთ ხელს.

elfi

საახალწლო განწყობას ყველაზე უკეთ ამ დღესასწაულის იდეით შთაგონებული აქსესუარები უხდება.  ქართული სტარტაპი ,,ელფი“ ამ განწყობის შექმნაზე იზრუნებს. მათ დახვეწილი და სახალისო ნამუშევრებით ნებისმიერი ადამიანის გახარებას შეძლებთ. ვის არ მოსწონს სადღესაწაულო აქსესუარები, რომლებიც ყველაფერთან ერთად უნიკალური დიზაინისაა?! როგორც სტარტაპის შემქნელები გვიყვებიან მუშაობის პროცესში ერთსა და იმავე ვიზუალს არასდროს იმეორებენ.

ტრუსილვანია

“ფერადი საცვლების ჯადოსნური სამყარო” ასე აღწერენ პროდუქტს მისი შემქმნელები. თუ თქვენ მეგობრისთვის ან საყვარელი ადამიანისთვის სახალისო საჩუქარს ეძებთ ,,ტრუსილვანია“ დაგეხმარებათ. დარწმუნებული იყავით, რომ ,,ტრუსილვანიას“ ფერადი და მრავაფეროვანი დიზაინის მქონე ტრუსები საჩუქრის ადრესატს ძალიან გაახარებს, აგრეთვე იმაშიც ნუ შეგეპარებათ ეჭვი, რომ ამ ბრენდის არჩევის შემთვევაში თქვენი საჩუქარი წლის ყველაზე ორიგინალური საჩუქრის სახელს მოიპოვებს.

Luna’s Magicstore

თუ გსურთ ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს თქვენი სივრცე უფრო ჯადოსნური გახადოთ ამაში “Luna’s Magicstore” დაგეხმარებათ. სურნელოვანი სანთლებისა და კრისტალების მოყვარულებისთვის ეს სივრცე ნამდვილ ზღაპრულ სამყაროდ იქცევა. თუ თქვენ განსაკუთრებული ადამიანისთვის რაიმე გამორჩეულს ეძებდით, ბევრი ფიქრი აღარ მოგიწევთ ”’Luna’s Magicstore”- ში იპოვით იმას, რასაც ეძებდით. კრისტალები, სურნელოვანი სანთლები და ,,მეჯიქ ბოქსები” თქვენს სივრცეში სიმშვიდეს შემოიტანს, ხოლო თუ ამ საჩუქარს სხვას გაუკეთებთ, ჩათვალეთ, რომ ეს ერთგვარი მანიფესტია და თქევნ მას მატერიალური საჩუქრის მიღმა სიმშვიდეს ჩუქნით.

რიდე ႰႨႣႤ

შარფი დახვეწილი ადამიანების საყვარელი აქსესუარია, თუ გადაწყვეტთ რომ ამგვარ დახვეწილ ადამიანს საჩუქარი გაუკეთოთ გირჩევთ ,,რიდეს“ შარფები დაათვალიეროთ და საბოლოო გადაწყვეტილება შემდეგ მიიღოთ. ,,რიდეს“ შარფები ყველა ასაკის ადამიანზეა გათვლილი, აქ შეხვდებით, როგორც ანიმაციურ გმირებს ისე დახვეწილ და ელეგანტურ ორნამენტებს. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც რომ ბრენდის შემქმნელი ცდილობს ქართული კულტურის ელემეტების წინ წამოწევას, რაც განსაკუთრებით დასაფასებელია.

ფენშუ

ტკბილეული ახალი წლის განუყოფელი ნაწილია. თუმცა, თუ ეს ვარიანტი ბანალურ საჩუქარად გეჩვენებათ, მგონი ცოტა იჩქარეთ. გამოსავალი აქაც არსებობს. ქართულ ბაზარზე უკვე გვაქვს, ხარისხიანი, გემრიელი და ორიგინალური ტკბილეულის ვარიანტი. ასეთია ,,ფენშუ“, რომელიც 100%-ით ნატურალური ინგრედიენტებისგან მზადდება. ,,ფენშუს“ პროდუქცია სეზონური ხილით არის დამზადებული, მათთან შეხვდებით ფეიხოას, ბროწეულისა და სტაფილოს დესერტებს.  ,,ფენშუ” ქართული ტრადიციული ფელამუშის გათაანემდროვებულ ვარიანტს წარმოადგენს. ის ბანალურ შოკოლადის ფილას მარტივად ჩაანაცვლებს, სიფერდითა თუ გამორჩეული არომატებით მარტივად დაიპყრობს თქვენს გულებსა და პირის რეცეპტორებს.

იმედი გვაქვს ეს ბრენდები შეძლებენ თქვენი საახალწლო სურვილების ასრულებას. გაითვალისწინეთ, ადამიანურ ურთიერთობებზე მნიშვნელოვანი არაფერია, ამიტომ გაახარეთ თქვენი საყვარელი ადამიანები სიმბოლური და მათთვის შესაფერისი საჩუქრებით. ამასთან, გახსოვდეთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ჯერ ადგილობრივ წარმოებას შევუწყოთ ხელი.

ასე რომ, ამ ორი პუნქტის საახალწლო რეზოლუციის სიიდან ამოშლას წინ არაფერი უდგას. იყიდე ქართული პროდუქტი, რადგან ხარისხიანია, ქართული კულტურის ელემენტების ატარებს და ამასთან განსაკუთრებულია.