ქართული თხილის ექსპორტი პანდემიის მიუხედავად იზრდება

საქართველოდან, 2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 31 იანვრამდე პერიოდში, განხორციელდა 15.3 ათასი ტონა თხილის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 79.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული თხილის ექსპორტის მოცულობა 5.0 ათასი ტონით (49%), ხოლო ექსპორტის ღირებულება 26.8 მლნ აშშ დოლარით (51%) აღემატება 2019/2020 წწ ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.

ქართული თხილის ექსპორტი,ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, მაგრამ საექსპორტო არეალი მოიცავს აზიისა და ამერიკის კონტინენტსაც.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლიდან, აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების შედეგად, თხილის წარმოება (შესაბამისად ექსპორტი) მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია. 2020 წელს მიღებული მაღალი ხარისხის თხილის მოსავალი სახელმწიფო სტრატეგიის საფუძველზე, შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერების მიერ ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგია.

წყარო: fortuna.ge