ქართული მანდარინის მთავარ ბაზრად რუსეთი რჩება

1/08/2020 – 21/02/2021  მანდარინის ექსპორტმა 10 წლიან მაქსიმუმს – 39 300 ტ -ს მიაღწია, ჯამური ღირებულებით, $19.1 მლნ. 

მოცულობა წლიურად (Y.Y) 8 000 ტ-ით (+25%Y.Y), ღირებულება  $2.8 მლნ – ით (+17%Y.Y) გაზრდილია. 

ქართული  მანდარინის მთავარი ბაზარი რუსეთია, 22.600 ტ მოცულობის ექსპორტით. ასევე სომხეთი (8.900 ტ) და უკრაინა (5.300 ტ) ქართული ციტრუსი მოლდოვაში, თურქმენეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, ლიეტუვაში, სლოვენიაში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთში, აზერბაიჯანში, აშშ-სა და გერმანიაშიც გადის.


შემსყიდველები ციტრუსს ₾0-80 – ₾1.20 ფარგლებში ყიდულობენ. საადრეო ციტრუსი ₾1.50 – ₾2 ღირდა. არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირებისთვის 2020 ბიუჯეტიდან ₾0.5 მლნ გამოიყო.

წყარო: gbc.ge