პრემიერი ჯანმოს ვაქცინების დაჩქარებაზე ესაუბრა

ირაკლი ღარიბაშვილი ჯანმოს გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეისუსს ტელეფონით ესაუბრა, ვაქცინების დაჩქარებულ შემოტანაზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანმოს გენერალურ დირექტორს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აღნიშნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის როლზე, ვაქცინაციის ეროვნული გეგმის დამტკიცებაში, რომელიც განსაზღვრავს სამიზნე ჯგუფებს და წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას ისახავს მიზნად.

პრემიერმა დაადასტურა მზადყოფნა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან სამომავლო თანამშრომლობაზე, პანდემიის გარდა სხვა მიმართულებებითაც.

წყარო : gbc.ge