„ფენიქსის“ უკვდავი ხელოვნება

ფენიქსი არის მითოლოგიური ფრინველი, რომელიც სიკვდილისას საკუთარ ცეცხლში იწვის, შემდგომ ფერფლისგან აღდგება და ახლი ძალებით განაგრძობს ცხოვრებას. იურა მკრტუმიანის იუვილირობის ისტორია – ფენექსის ხელახლა დაბადებას გავს, ხოლო ნაკეთობები სილამაზით ამ ჯადოსნურ ფრინველს არ ჩამოუვარდებიან.

იურა 2012 წელს დაინტერესდა ლითონებთან მუშაობის უძველესი იაპონური ტექნოლოგიით, მოკუმე განეთი.

უნიკალურია იმით, რომ ორი იდენტური ორნამენტის გამეორება შეუძლებელია.

“სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ჩემი ინტელექტუალური და ფიზიკური რესურსი ამ მიმართულებით განვავითარე. მსურდა –  შემექმნა არა მხოლოდ  საიუველირო ნაწარმი, არამედ ჩემი ბრენდი, სადაც ჩავაქსოვდი ჩემს ხედვებს, იდეებსა და ექსპერიმენტულ გადაწყვეტილებებს“, – გვიყვება ის.

2017 წელს იურას მოუწია საქმიანობის შეჩერება, მაგრამ მან დიდხანს ვერ გაძლო ამ ხელობის გარეშე და ამიტომ ყველაფერი ფენიქსივით თავიდან წამოიწყო.

ამ დროს მე აღარ გამაჩნდა სამუშაო ინვენტარი და მასალა, მოხდა ისე რომ გავყიდე ჩემი პირადი საოჯახო ტექნიკა და ამ თანხით ახლიდან დაიბადა ჩემი საქმე

აქედან წამოვიდა სახელწოდება „ფენიქსის“ იდეა, რადგან ნამდვილი ხელოვნება ამ მითოლოგიური ფრინველივით უკვდავი და მარადაიულია.

აღსანიშნავია, რომ იურა ერთადერთი იუველირია, რომელიც საქართველოში მოკუმე განის ტექნიკით არის დაკავებული, რის გამოც ის მართლაც განუმეორებელ შედევრებს ქმნის. პირველ რიგში, ითვალისწინებს დამკვეთის სურვილებსა და გემოვნებას იმისთვის, რომ თითოეული ნივთი ექსკლუზიური და ინდივიდუალური იყოს.

„მომხმარებელს ვთავაზობ როგორც შაბლონებს, რომელსაც განვავითარებ მისი კონკრეტული მოთხოვნებიდან და პრიორიტეტებიდან გამომდინარე, ასევე მხოლოდ მომხმარებლის ფანტაზიაში წარმოდგენილი ნივთის დაბადებას. ვმუშაობ, ნებისმიერ ძვირფას და ნახევრად ძვირფას ლითონზე და ქვაზე“, – გვიყვება იურა.

პანდემიამ არც „ფენიქსს“ აუარა გვერდი და საკუთარი ხელი დაატყო, რის გამოც დამკვეთთა რაოდენობამ იკლო, მაგრამ იურა გაჩერებას არც ახლა აპირებს, სამომავლოდ მას ახალი საინტერესო პროდუქტებისა და ინსტალაციების შექმნა სურს.

ვთვლი რომ ყველა იუველირი თავისებურად გამორჩეულია. ყველას გვაქვს რაღაც განსაკუთრებული – მე, როგორც მოგახსენეთ, მაქვს ჩემი სტილი, მოკუმე განე.

“ფენიქსის” facebook გვერდი : https://www.facebook.com/Phoenix-Jewellery-Georgia-Mokume-Gane-365455970221550

“ფენიქსის” instagram გვერდი : https://www.instagram.com/phoenixjewellery22/?hl=en