Netflix – ი ტოკიოს ანიმეს სკოლაში სწავლების მსურველებს სრულად დააფინანსებს

Netflix – ის გუნდი ახალგაზრდა, ნიჭიერ ადამიანებს ეძებს. ონლაინ ტრანსლაციების გიგანტი კომპანია WIT Studio – სთან თანამშრომლობის შედეგად ახალგაზრდა ანიმატორებს სთავაზობს შანსს – ტოკიოს ,,სასაიურის” ინსტიტუტში სწავლება სრულად დაიფინანსონ.

 WIT Studio იაპონური ანიმეს სტუდიოა, რომელიც 2012 წელს დაარსდა. ამ დაწესებულებას საავტორო უფლებები აქვს ისეთ დიდ ანიმეებზე როგორიცაა: ,,ტიტანებთან შერკინება”, ,,მოჩვენება ჯავშანში” და სხვა.

სტიპენდიის პროგრამა, სახელწოდებით ,“WIT Animator Academy” ექვს თვიან კურსს მოიცავს. გაკვეთილები კვირაში 5 დღის განმავლობაში ჩატარდება, რომლის პროგრამაც სტუდიო გიბლის ვეტერანი ჰიტომი ტატენოს მიერ არის შექმნილი.

Netflix – ი თითეული სტუდენტის სწავლების საფასურს დაფარავს, რომელიც 600.000 იენს შეადგენს (დაახლ. 5,720 აშშ დოლარი). აგრეთვე უზრუნველყოფს საცხოვრებლის ხარჯებს 150,000 იენს (1,427 აშშ დოლარი) თვეში.

კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ, Wit Studio-სა და Production I.G-სთან თანამშრომლობით, ნეტფლიქსისთვის ორიგინალი ანიმე შექმნან.

ნეტფლიქსი და WIT სტუდიო ამჯერად მხოლოდ 10 ნიჭიერ სტუდენტს ეძებენს, რომელიც კურსს შემოუერთდება. კურსზე დასაშვებად საჭიროა აპლიკანტი 18-დან 25-წლამდე იყოს და აგრეთვე, ცხოვრობდეს იაპონიაში. თუმცა, კურსზე იაპონიის მოქალაქეობის არმქონე პირებიც დაიშვებიან. იაპონური ენის სრულყოფილად ცოდნა საჭირო არ არის, მაგრამ საჭიროა აპლიკანტი ყოველდღიური გამოყენებისთვის აუცილებელ ენობრივ უნარებს ფლობდეს.

Netflix– სა და WIT– ის სტიპენდიის პროგრამებზე განაცხადების შეტანის ბოლო ვადა 28 თებერვლამდეა. განცხადების შესავსებად კი შეგიძლიათ WIT Animator Academy– ის ვებ გვერდს ესტუმროთ.

წყარო : Hypebeast