ნავთობის ფასმა $66–ს გადააჭარბა

სამშაბათის, 23 თებერვლის ვაჭრობებზე, პირველად გასული წლის იანვრის შემდეგ, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე $66–ს ასცდა ვაჭრობის პერიოდში $66,02–ს მიაღწია. თუმცა, შემდგომ, ტემპი შენელდა.

თბილისის დროით 09:35 სთ -ისთვის, Brent-ის აპრილის ფიუჩერსების ფასი 1,71%–ით არის გაზრდილი და ბარელი $65,46 ღირს. ამერიკული მსუბუქი ნავთობი WTI ამ დროისთვის 1,65%–ით ძვირდება – $62,72–მდე ბარელზე.

წყარო: gbc.ge