მისმიე – პირველი მათრობელა კარტი საქართველოში

“მისმიე” ეს არის პირველი ქართული სამაგიდო თამაში, რომელიც მეგობრებთან ერთად დალევას უფრო საინტერესოს გახდის.


“ჩვენი მისიაა გარდავქმნათ დალევის პროცესი თამაშად და მივცეთ ადამიანებს შესაძლებლობა დაამყარონ ან განაახლონ ურთიერთობები გართობის პროცესში. ჩვენ გთავაზობთ ახალ და მუდმივად განვითარებად სახალისო აქტივობებს, რათა თქვენი თითოეული ყლუპი გახდეს უფრო სასიამოვნო და მხიარული.”




ამ ეტაპზე, “მისმიე” ორ თამაშს გთავაზობთ:
„დამისხი დამალევინე“ , რომელიც შედგება 100 ბარათისგან. თითოეულ ბარათზე დატანილია დავალება, რომელსაც მოთამაშეები ასრულებენ ან სვამენ.
„69სექსთინაინ“ – დასალევი სამაგიდო თამაში ყოფილი, ახლანდელი ან მომავალი წყვილებისათვის. თამაში შედგება 69 ბარათისგან და დაყოფილია სამ დონედ „ჰარდთოქი“, „პრელუდია“ და „სექსთინაინ“. მოთამაშეები რიგ-რიგობით იღებენ ბარათებს, კითხულობენ მათზე დატანილ შეკითხვას/დავალებას, რომლებსაც ასრულებენ, ან სვამენ.

“მისმიეს” იდეა პანდემიის დროს გაჩნდა, როდესაც ბრენდის დამფუძნებელს დავით ხურცილავას მეგობარმა მსგავსი ინგლისური თამაში აჩუქა. რა თქმა უნდა, შეზღუდვების პირობებში ეს დიდი რისკი იყო, თუმცა რისკმა გაამართლა და მისმიე სამ თვეში საკმაოდ პოპულარული და წარმატებული ბრენდი გახდა. ჩვენი კარტით უკვე 1000ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს ამ მცირე პერიოდში.

ჩვენი პროდუქცია გათვლილია როგორც დიდ ჯგუფებზე, ასევე სპეციფიკური ინტერესების მქონე ადამიანებზეც. ნელნელა გამოვა ახალი პროდუქტები, რომლებიც კიდევ უფრო მეტ სეგმენტს მოიცავს. ჩვენი ყველა თამაში განკუთვნილია სრულწლოვანებისათვის, რადგან შეიძლება ითქვას ახალისებს ალკოჰოლის მოხმარება, მხოლოდ სძენს ამ პროცესს მეტ ხალისს და თავგადასავალს. სწორედ ამის გამო შეგვიყვარა ჩვენმა მომხმარებელმა ასეთ მცირე დროში.

მისმიეს პროდუქციის შეკვეთა შესაძლებელია ჩვენს ფეისბუქ (https://www.facebook.com/mmismie) და ინსტაგრამ (https://www.instagram.com/mmissmie/) გვერდებზე ონლაინ შეკვეთის მეშვეობით. თბილისის მასშტაბით მიტანის სერვისი უფასოა, ხოლო რეგიონებში ღირებულება შეადაგენს 6 ლარს. ამანათების მიწოდებაში გვეხმარება კომპანია ONWAY უსწრაფესი მომსახურებით. თბილისში ერთ, ხოლო რეგიონში მაქსიმუმ ორ სამუშაო დღეში ამანათი უკვე ადგილზეა!

კარტების შეძენა ასევე შესაძლებელია ონლაინ პლატფორმებზე:

mag.ge
onoff.ge
extra.ge
Enterpreneurgeorgia
Board Games Corner

მისმიეს პროდუქცია იყიდება თბილისის მასშტაბით 10ზე მეტ მაღაზიაში. მათ შორის კურაკურაში, სქაილანთერნსა და ფილმჰაუსში. ასევე ბათუმში მაღაზიაში „წიგნები ბათუმში“.

ჯერჯერობით სხვა დიდ ქალაქებში კარტი განთავსებული არ არის და მხოლოდ მიტანის სერვისი გვაქვს, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე მთელი საქართველოს მასშტაბით განვათავსებთ ჩვენს პროდუქციას.