ბრენდი “მარანი” და მისი ისტორია ქართულ ბაზარზე

მსოფლიოში არსებული პანდემიის ფოონზე ბევრი ბიზნესი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მათ შორის კვების ობიექტებიც. დღეს ინტერვიუ გვაქვს, “მარანი” ბრენდის ქვეშ მყოფი, ორი რესტორნის, PR მენეჯერთან, ანჩო ბურჯანაძესთან, რომელიც საუბრობს რესტორნების ისტორიაზე და პანდემიის დროს არსებულ ვითარებაზე :

-მოყევით თქვენს კომპანიაზე და არსებულ რესტორნებზე ?

-სარესტორნო ჰოლდინგი G.G. Group საქართველოში წარმოადგენილია ორი რესტორნით : „ მარანი რესტორანი & ბარი“ და „მარანი ჰოლი“

„მარანი ჰოლი“ მდებარეობს ქალაქ მცხეთაში, რესტორანი გათვლილია მსხვილ ღონისძებებზე. გვაქვს 700 კაციანი დარბაზი სადაც შესაძლებელია ქორწილის, კორპორატიული წვეულების, კონფერენციის და სხვა ღონისძიების დაგეგმვა. რესტორანი გამორჩეულია გამწვანებული ეზოთი სადაც ტარდება სხვა და სხვა მასტერკლასი, ასვევე გვაქვს სადეგუსტაციო დარბაზი და ულამაზესი ვერანდა, რომელიც მთლიანად შემინულია და ზამთარშიც კომფორტულად იგრძნობთ თავს.

რაც შეეხება თბილისის „მარანს“, რესტორანი გამოირჩევა ძველ თბილისზე გადაშლილი ხედით და ღია სამზარეულოთი. ასევე გვაქვს სამი ღია სიცვრცე რომელიც სტუმრებისთვის განსაკუთრებულად კომფორტულია ნებისმიერ სეზონზე.

-როდის გაიხსნა პირველი რესტორანი ?

-საქართველოში პირველი რესტორანი გაიხნა 2018 წლის 6 მარტს, ხოლო მეორე „მარანი ჰოლი“ გაიხსნა 2019 წლის 1 მაისს.

-რას სთავაზობთ მომხმარებელს ?

-ორივე რესტორანი სტუმრებს სთავაზობს მაღალი დონის მომსახურებას, კვალიფიციურ და პროფესიონალ პერსონალს, უმაღლესი ხარისხის პროდუქციას რომელიც არა მხოლოდ ქართულ, არამედ ევროპულ პროდუქტებს მოიცავს. მომზადების პროცესს ნებისმიერი სტუმარი თავად აკვირდება, რადგან რესტორანში გვაქვს ღია სამზარეულო. ჩვენს რესტორნებში კერძებს ამზადებენ უცხოეთიდან მოწვეული მზარეულები, რომლებიც გამოირჩევიან ინდივიდუალური ხედვითა და კრეატიულობით.

-საიდან წამოვიდა რესტორნის იდეა?

-როგორც უკვე ავღნიშნე, ორივე რესტორანი წარმოადგენს G.G.Group-ის ჰოლდინგს, რომელსაც აქვს, საერთაშორისო, სხვა და სხვა ბრენდის ქსელი როგორებიცაა: „თბილისი“, „მუკუზანი“ და  მათ შორის ბრენდი „მარანი“. შესაბამისად საქართველოში გახსნილი ორ ფილიალი შემოვიდა იმავე ბრენდით.

-რამდენად რთული იყო თავის დამკვიდრება არსებულ ბაზარზე?

-ორივე ობიექტმა გახსნის დღიდან გაითქვა სახელი, ამიტომ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქართულ ბაზარზე თავის დამკვიდრება არ გაგვჭირვებია.

-როგორ უმკლავდებით პანდემისას შექმნილ ვითარებას?

-პოსტ პანდემიურ პერიოდში ჩვენ შევასრულეთ ყველა მოთხოვნა მომსახურე პერსონალისა და სტუმრების ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის, თუმცა ხალხი თავს იკავებს საზ. თავშეყრის ადგილებში რეგულარული სტუმრობისგან, ეს ვითარება კი ბუნებრივია უარყოფითად აისახება კვების ობიექტებზე.

-რას გეგმავთ სამომავლოდ ?

-ამ ეტაპზე, სამომავლო გეგმებზე საუბარი გამიჭირდება რადგან არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში რთული ვითარებაა. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში ყველაფერი დასრულდება და ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. კომპანიის სახელით ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას.

მადლობას ვუხდით ანჩო ბურჯანაძეს, “მარანი” ბრენდის PR მენეჯერს, საინტერესო ინტერვიუსთვის და დათმობილი დროისთვის.