მაკდონალდსი შეფუთვის განახლებულ დიზაინს გვთავაზობს

სიმარტივისა და მოდერნიზაციის მიზნით, სწრაფი კვების გიგანტმა კომპანიამ თავისი ცნობილი მენიუს რედიზაინი განახორციელა. ამაში ბრენდის მესვეურებს გამოცდილი გრაფიკული დიზაინერები დაეხმარნენ.

მაკდონალდსმა დამოუკიდებელ დიზაინერულ სააგენტო Pearlfisher-თან ერთად ბრენდის გლობალური შეფუთვის სისტემა განაახლა. ახალ დიზაინში ყურადღება თამამ გრაფიკულ სისტემაზეა გამახვილებულია, რომელიც ,,მხიარულებისა და სიმარტივის განცდის შექმნას” ისახავს მიზნად. მენიუში განსხვავებული პროდუქტების წარმოსაჩენად, ვექტორული სტილია გამოყენებული.

ბრენდისა და დიზაინერების მთავარი მიზანი იყო პროდუქცია მომხმარებლისთვის მარტივად ამოსაცნობი გაეხადათ. თითოეული მათგანის შეფუთვაზე ის ინგრედიენტი დომინირებს, რაც კერძშიც არის დომინანტი.

მაგალითად, ბიგ მაკის ”სენდვიჩბოქსზე” ცნობილი ბურგერის ფენებია გამოსახული. მაკმაფინის შეფუთვა გამარტივებულია და მასზე დიდი ყვითელი კვერცხის გულია გამოსახული. ფრის შეფუთვა შედარებით ნაკლებად არის შეცვლილი, დატოვებულია წითელ ფონზე ყვითელი სიმბოლო, თუმცა შიგნით კარტოფილი ფრის გამოსახულებებია დამატებული.

შეფუთვის ახალი დიზაინი ბრენდის მოდერნიზაციისკენ სწრაფვასაც გამოხატავს. ,,ვამაყობთ ახალი დიზაინის სისტემის დებიუტით. Pearlfisher – მა ჩვენი ბრენდის დიზაინის უფრო მეტად მოდერნიზება უზრუნველყო. ახალი დიზაინი ხაზს უსვამს ჩვენი მენიუს სპეციფიურობასა და ხარისხის დაცვის ვალდებულებას”

მაკდლონალდსი ამ წელს მეორე სწრაფი კვების ობიექტია, რომელმაც თავისი დიზაინის განახლებული ვერსია შემოგვთავაზა. პირველი ”ბურგერ ქინგი”იყო, რომელმაც რებრენდინგი იანვარში გაასაჯაროვა. მიუხედავად იმისა, რომ ორივემ განსხვავებული მიზანი დაისახა, ფაქტი ერთია, ბაზრაზე კარგად დამკვიდრებული ბრენდებისთვისაც საჭიროა თავიანთ სისტემაში სიახლეები შეიტანონ.

წყარო : Creative Review