„ლუფთჰანზა“ ფრანკფურტი-თბილისი-ბაქოს მიმართულებით ფრენებს იწყებს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საკუთარ facebook გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ავიაკომპანია “ლუფთჰანზა” პირველი ივნისიდან ფრანკფურტი-თბილისი-ბაქოს მიმართულებით ოპერირებას იწყებს.

“რეგულარულ ფრენები ფრანკფურტიდან კვირაში 4 სიხშირით ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და კვირას შეასრულდება.

ასევე ავიაკომპანია ფრენების სიხშირეს აორმაგებს მიუნხენის მიმართულებით და ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის საჰაერო ხაზზე თავდაპირველად, რეგულარულ ფრენებს კვირაში ოთხჯერ შეასრულებს, ხოლო 31 მაისიდან, ოპერირებას ყოველდღიურად გეგმავს”, – განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ.