კველვა : საქართველო პენსიონერთა ცხოვრებისთვის ევროპის ყველაზე ხელმისაწვდომი ქვეყანაა

Photo: Robbie Lawrence [retrieved from WSJ]

ცოტა ხნის წინ, ჩიკაგოში დაფუძნებულმა კომპანია NetCredit– მა გამოქავეყნა კვლევა ამერიკელებისთვის. აღნიშნული კვლევა მიზნად ისახავდა ამერიკელებისთვის ეჩვენებინათ რომელია საპენსიო ასაკს მიღწეული ადამიანებისთვის საცხოვრებლად ყველაზე იაფი და ყველაზე ძვირაღირებული ქვეყანა.

შედეგები რამდენიმე რეგიონის მიხედვითაა დაყოფილი. ეს რეგიონებია : ჩრდილოეთ ამერიკა, სამხრეთ ამერიკა, ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და შუა აზია, აზიის დანარჩენი ნაწილი (ოკეანეთის ჩათვლით), ბოლოს აფრიკა.

კველვა ითვალისწინებს ამერიკელების საშუალო საპენსიო ასაკს, რომელიც 64 წელია, და ამერიკელთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას, 78.7 წელს. ამის მიხედვით, საბოლოო თანხა გამოთვლილია იმ პრინციპით, თუ რა ოდენობის ფინანსები დასჭირდება 65 წლის ამერიკელ პენსიონერს საშუალოდ 14 წლის განმავლობაში.

კვლევა აგრეთვე ითვალისწინებს სხვადასხვა ყოველდღიური საჭიროებისათვის განკუთვნილ ხარჯს, ესენია: კვირაში ერთხელ სასეირნოდ გასვლა, ყავის მირთმევა, ზომიერად დალევა, ტაქსი და ტრანსპორტირება, წელიწადში ორჯერ დასასვენებლად გამგზავრება, სპორტულ აქტივობებში ჩართულობა, საჭიროებისამებრ ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შეძენა და ერთ ოთახიანი ბინის საკუთრებაში არსებობას.

გათვალისწინებული არ არის : ჯანმრთელობის დაზღვევისთვის განკუთვნილი და სხვა საშემოსავლო გადასახადი, აგრეთვე, სიგარეტი.

შედარებისთვის, NetCredit-ის გამოთვლების თანახმად, ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით პენსიონერის 14 წლიანი ცხოვრება ა.შ.შ.-ში 601 489 აშშ დოლარი ეღირება, რაც მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული მე –14 შედეგია.

პენსიონერთათვის ცხოვრება ყველაზე ძვირი ბერმუნდის კუნძულებზე ეღირება. აქ ცხოვრების ხარჯები 1,065,697 აშშ დოლარს უტოლდება. ყველაზე იაფად კი პაკისტანში შეძლებენ ცხოვრებას. აქ მათი ცხოვრებისთვს 182,018 აშშ დოლარია საკმარისი.

NetCredit-ის კველევებს თუ დავუჯერებთ, საქართველო ევროპაში პენსიონერთათვის ყველაზე ხელმისაწვდომი ქვეყანაა. საშუალოდ, 14 წლიანი ცხოვრებისთვის და აღნიშნული ცხოვრების წესის შესანარჩუნებლად, ამერიკელ პენსიონერს საქართველოში 215,911 აშშ დოლარი დასჭირდება. კველვაში საქართველო აღწერილია, როგორც ,,მშვენიერი ქვეყანა მდიდარი კულტურითა და ისტორიით, სადაც ცხოვრების ღირებულება ა.შ.შ.-ში ცხოვრების ფასის მესამედზე ოდნავ მეტია.”

ევროპის მასშტაბით, ცხოვრების ღირებულების მიხედვით, ხელმისაწვდომ ქვეყანათა სიაში საქართველოს მოსდევს რუსეთი ($235,244), უკრაინა ($237,674), კოსოვო ($242,496) და ბელორუსი ($243,150).

ევროპის მასშტაბით საცხოვრებლად ყველაზე ძვირადღირებული ქვეყანა შვეიცარია აღმოჩნდა ($842,790).

ყევლა პოსტ საბჭოური ქვეყანის გაერთიანებულ მონაცემებს თუ დავაკვირდებით, ვნახავთ რომ საქართველოზე უფრო იაფად ცხოვრება მხოლოდ ყირგიზეტშია შესაძლებელი ($191,217). ტაჯიკეთისა და თურქმენეთის მონაცემები გათვალისწინებული არ არის, სავარაუდოდ, ინფორმაციის მიუწვდომლობის გამო.

წყარო : Georgian Journal