ტიკარაძე – “მიღებული გვაქვს ათასი ჟანგბადის კონცეტრატორი”

“ქვეყანაში უკვე მიღებული გვაქვს ათასი ჟანგბადის კონცეტრატორი, რომელთა დარიგება უკვე დაწყებულია საჭიროებისამებრ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ისაუბრა.

მისივე თქმით, აპარატები რეგიონებში, კლინიკებსა და სასტუმროებში დარიგდება.

„უკვე ქვეყანაში მიღებული გვაქვს ათასი ჟანგბადის კონცეტრატორი, რომელთა დარიგება უკვე დაწყებულია საჭიროებისამებრ, 300 ბიპაპ ჰაიფლოუ, 50 ჰაიფლოუ და 500 ბიპაპი. ესეც რეგიონების მიხედვით საჭიროებისამებრ დარიგდება ყველა კლინიკასა და სასტუმროში, რაც დარწმუნებული ვარ მნიშვნელოვნად აისახება ჩვენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე,“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.