კონკურსი „ყველაზე წიგნიერი“ დაიწყო!

ეს სტატია უშუალოდ ბავშვებისთვისაა, ამიტომ – დიდებო, ბოდიში, რომ ამჯერად ჩრდილში გამყოფებთ, მაგრამ თუკი გყავთ I-XII კლასელი შვილ(ებ)ი, მაშინ არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა!

მართალია, ჩვენ ტექნოლოგიების ეპოქის შვილები ვართ, თუმცა წიგნის კითხვა დღითიდღე პოპულარული ხდება. ყველაზე მეტად ვისაც არ უყვარდა კითხვა, უკვე ისიც წიგნის პერსონაჟებთან ერთად მოგზაურობს. და თუ მაინც კითხვა არ გიყვართ/არ უყვარს თქვენს შვილს, ეს კონკურსები ნამდვილად თქვენთვისაა!

„სულაკაურის გამომცემლობა“ პროექტით „ყველაზე წიგნიერი“ უკვე მეშვიდედ სთავაზობს სკოლის მოსწავლეებს სხვადასხვა სახალისო და საინტერესო ვიქტორინებსა თუ კონკურსებს, რაც მიზნად წიგნის კითხვის პოპულარიზაციას ისახავს.

მაშ ასე, გთავაზობთ „ყველაზე წიგნიერი 2021“-ის ვიქტორინებსა და კონკურსებს:

თუ ხარ IX-XII კლასის მოსწავლე, გიყვარს წიგნები და გრაფიკულ დიზაინერობაზეც გიფიქრია, ეს კონკურსი შენთვისაა!

საკონკურსო წიგნებიდან წაიკითხე ერთ-ერთი და შექმენი შენეული ყდის დიზაინი. გამარჯვებული 2021 წლის 21 მაისს გამოვლინდება და გადაეცემა მის მიერ შექმნილი ყდით დაბეჭდილი წიგნის 5 ეგზემპლარი; გამარჯვებულს ასევე გადაეცემა წიგნების 100-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი, სერტიფიკატი, ბრენდირებული ჩანთა, ბლოკნოტი, სანიშნე და სტიკერები.

ამისათვის რეგისტრაცია 20 თებერვლამდე უნდა გაირო: https://forms.gle/FNJXFxEX83hfQb498

ხოლო საკონკურსო ნაშრომის გაგზავნისთვის, შეავსე ეს ფორმა: https://forms.gle/9LEj5ZTpPHZedvVg8

საკონკურსო წიგნები:

„პატარა ქალები“ – ლუიზა მეი ოლკოტი

„დეტექტივი სკალდაგერი“ – დერეკ ლენდი

„პოლიანა“ – ელინორ პორტერი

„მოთხრობები სიყვარულზე“ – რევაზ ინანიშვილი

„ამ რომანში ყველა კვდება“ – ბექა ადამაშვილი

„მელორი ტაუერსი“ (წიგნი პირველი) – ენიდ ბლაიტონი

„ოკეანე ქუჩის ბოლოს“ – ნილ გეიმანი

თუ ხარ I-III კლასის მოსწავლე, გიყვარს წიგნები და ხატვა, ეს კონკურსი შენთვისაა!

მონაწილეობისთვის აირჩიე საკონკურსო წიგნი; შეარჩიე ეპიზოდი, რომელიც წიგნში არაა დასურათებული და დახატე შესაბამისი ილუსტრაცია; გამოაგზავნე შენი ნამუშევარი ამ ბუმლზე 31 მარტამდე: https://forms.gle/E3VLfomGmftjeSvx5

საკონკურსო წიგნები:

„ატუსა და მატუსა“ – ლელა ცუცქირიძე

„მადიკენი“ – ასტრიდ ლინდგრენი

„მადიკენი და იუნიბაკენელი კუდრაჭა“ – ასტრიდ ლინდგრენი

„ბიბო და სხვა მოთხრობები“ – რევაზ ინანიშვილი

„დათვი, სახელად პადინგტონი“ – მაიკლ ბონდი

„დათვი, სახელად პადინგტონი“ – მაიკლ ბონდი

„პადინგტონი გვეხმარება“ – მაიკლ ბონდი

„ვაფლის გულები“ – მარია ფარი

„სატკბილეთის ქვეყანა“ – ირმა მალაციძე

„ექიმ დულიტლის თავგადასავალი“ – ჰიუ ლოფტინგი

საიდუმლო შვიდეულის სერია – ენიდ ბლაიტონი

გამარჯვებული 2021 წლის 15 აპრილს გამოვლინდება.

ყველა გამოგზავნილი ნამუშევრი ერთდროულად აიტვირთება Facebook-ზე და „ყველაზე წიგნიერის“ გვერდის გამომწერებს ექნებათ დრო, დაათვალიერონ და მოიწონონ ისინი. შესაბამისად, ერთი გამარჯვებული გამოვლინდება მოწონებების რაოდენობის მიხედვით, მეორეს კი ილუსტრატორი ეკა ტაბლიაშვილი და დიზაინერი ია გაბუნია შეარჩევენ. თითოეული გამარჯვებული მიიიღებს წიგნების 100-ლარიან სასაჩუქრე ბარათს, სერტიფიკატს, ბრენდირებულ ჩანთას, ბლოკნოტს, სანიშნესა და სტიკერებს.

სხვა კონკურსების სანახავად, ეწვიეთ „ყველაზე წიგნიერის“ Facebook გვერდს: https://www.facebook.com/kvelazetsignieri