,,კეკელა” – შენი კოხტა სამკაული

მაშინ, როცა ახალი წლამდე სულ ცოტა დრო რჩება, ისევე როგორც საჩუქრის შერჩევისთვის, მღელვარება საგრძნობლად იმატებს. ყველას გვინდა საყვარელი ადამიანი გავახაროთ, თუმცა შერჩევის პროცესი ხშირად იწელება.

დღეს გაგაცნობთ ფერადი და დადებითი ემოციებით სავსე ბრენდს, რომელიც ნამდვილად გაგიმარტივებთ გადაწყვეტილების მიღების პროცესს და საკუთარ პოზიტიურ სამყაროში გამოგზაურებთ.

ხელნაკეთი აქსესუარების კომპანია ,,კეკელა’’ 2018 წელს შეიქმნა და მომხმარებლისგან წამოსული დიდი ინტერესის გამო დღემდე განაგრძობს ზრდასა და განვითარებას.

აქ შექმნილი თითოეული აქსესუარი ადამიანის განწყობის ამაღლებაზეა ორიენტირებული. შეუძლებელია, შენი დღე უფრო მხიარული არ გახდეს ,,კეკელას’’ სამკაულებთან ერთად. გასაკვირი არაა, რომ თავად ბრენდის ორიგინალური სახელიც დადებით ემოციებთანაა კავშირში.

,,სახელწოდება კეკელა წამოვიდა მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე (კეკელა – ლამაზი, კოხტა, კეკლუცი) ვფიქრობ, სწორედ შეესაბამება ჩემს პროდუქტს.’’

,,კეკელას’’ ძირითადი ხაზი სამკაულებისკენაა მიმართული. თითოეული მათგანი განსხვავებული და ინდივიდუალური ემოციის მატარებელია. ხელნაკეთი ნივთები ხშირად შემქმნელის ემოციას ითვისებენ და სწორედ ამიტომ, რუსა მაისურაძე გვიყვება, რომ მუშაობის პროცესი მისთვის ყოველთვის განსაკუთრებულად სასიამოვნოა.

,,ხელოვნება და ზოგადად ხელსაქმე ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რადგან ბავშვობიდან მქონდა ინტერესი, როგორც ძველი ნივთებისთვის ახალი სიცოცხლის შეძენის, ისე რაიმე ახლის შექმნის. ჩემი საქმიანობა ემსახურება ადამიანების განწყობას, ვცდილობ შევქმნა ისეთი აქსესუარები, რომლებიც მათ დღეებს მეტ ფერს შესძენს და გაახალისებს.’’

,,კეკელა’’ წლის ნებისმიერ დროს ცდილობს მომხმარებელს თავი გამორჩეულად და ბედნიერად აგრძნობინოს. სულაც არაა აუცილებელი, ფერადები მხოლოდ ზაფხულში ვიყოთ, რადგან პოზიტიური განწყობა და ბრჭყვიალი ახალ წელს განსაკუთრებულად უხდება.

,,კეკელას” გვერდი: https://www.facebook.com/HandmadeKekela/photos