კახა კალაძე კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების შესახებ

თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების პრობლემა უკვე დიდი ხანია არსებობს, ადამიანები ელოდებოდნენ საკუთარ საცხოვრებელ ფართებს და მერიამ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად.

მისივე თქმით, 3 ათასი დაზარალებული ადამიანიდან, ათას ხუთას ადამიანს უკვე დაუკანონდა საკუთარი საცხოვრებელი ფართი და ის პირობას აძლევს დანარჩენ დაზარალებულ ადამიანებს, რომ მათი პრობლემაც მალე იქნება მოგვარებული.

 „შემდეგი საკითხიც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახები. როდესაც მე ამირჩიეს და შევუდექით საქმიანობას, დავიწყეთ ამ პრობლემის მოგვარება. აღწერის მიხედვით იყო დაახლოებით 3 ათასი დაზარალებული ოჯახი. ეს არის პრობლემა, რომელიც რამდენიმე ათეული წელია, რაც მიმდინარეობს, სახელმწიფოს ეს ვალი აღიარებული აქვს და ეს ოჯახები ამდენი ხნის განმავლობაში ელოდებოდნენ საკუთარ საცხოვრებელ ფართებს. თუმცა, წლების განმავლობაში არავინ მათ ყურადღებას არ აქცევდა და პრობლემა პრობლემად რჩებოდა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ამ პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით და გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები ოჯახებისთვის ფართების დაკანონებასთან მიმართებაში. ამ 3 ათასი ოჯახიდან ათას ხუთასამდე ოჯახი დავაკმაყოფილეთ, რაც ვფიქრობ კარგი შედეგია, ამ პირებს გადაეცათ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები და ისინი ინვესტორებთან შეთანხმებითა და ჩვენი სამსახურების ჩართულობით, ჩვენ მაქსიმალურად ყურადღებას ვაქცევთ და ზედამხედველობას ვუწევთ, რომ ვინმეს რაიმე პრობლება არ შეექმნას. ეს კონკრეტული კომპანიები ვალდებულები არიან ადამიანებს იმ მიწის ფართებზე, რომლებიც მუნიციპალიტეტმა გადასცა, ააშენოს საცხოვრებელი კორპუსები და მოხდეს ამ ადამიანების ბინებით დაკმაყოფილება. რა თქმა უნდა, ჩვენ ჯერ ვერ მოვახერხეთ, რომ სრულად დავაკმაყოფლოთ ეს ოჯახები. თუმცა, დარჩენილ ათას ხუთას ოჯახს ვაძლევ პირობას, რომ ისინიც მალე იქნებიან დაკმაყოფილებულნი და ჩვენი მხრიდან ექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა და ეს პრობლემა მალე მთლიანად მოგვარებული იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

წყარო: https://www.facebook.com/kakhakaladzeofficial