კახა კალაძე ბინების დაკანონებების შესახებ

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება ბინების დაკანონება იყო იმ ოჯახებისთვის, ვინც ათეული წლების განმვალობაში საცხოვრებელ ფართებში ცხოვრობენ და სხვადასხვა პრობლემის გამო მათ დაკანონებას ვერ ახერხებდნენ.

მისივე თქმით, ამ პროგრამის ფარგლებში ათას ოთხას ადამიანს უკვე დაუკანონდა საცხოვრებელი ფართი და ასევე, ისნის რაიონის 66 ოჯახს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცემა საკუთრებაში საცხოვრებელი ფართები.

კალაძემ ასევე  ხაზი გაუსვა იმ განსხვავებს, როცა ოჯახები მართლაც ათეული წლებია ცხოვრობენ საცხოვრებელ ფართებში და ვერ ახერხებენ დაკანონებასა და იმ შემთხხვევებს, როცა ადამიანები ცდილობენ მიწების მიტაცებას. მერის განცხადებით, ეს კატეგორიულად მიუღებელია და მუნიციპალიტეტი ამას არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს.

„შემდეგი არის დაკანონებების საკითხი. თქვენ იცით, რომ  ესეც ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ ქალაქში გვყავს ისეთი ადამიანები, ისეთი ოჯახები, ვინც  ათეული წლების განმავლობაში ცხოვრობენ საცხოვრებელ ფართებში და ვერ ახერხებენ ფართების დაკანონებას გარკვეული პრობლემების გამო. ჩვენ დავიწყეთ ამ პროგრამის განხორციელება და შევძელით, რომ ათას ოთხასი ადამიანისთვის 1 ლარად გადაგვეცა საცხოვრებელი ფართები მათ საკუთრებაში. მაგრამ  ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ მე ავდგე მიწა მივიტაცო, ავაშენო საცხოვრებელი ფართი და განვაცხადო, რომ ეს არის ჩემი საცხოვრებელი ფართი მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მქონდეს 4 ბინა 4 ავტომობილი და ა.შ ეს კატეგორიულად მიუღებელია და მუნიციპალიტეტი ამას არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა პროგრამა, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია დავეხმაროთ იმ ოჯახებს, ვისაც მართლა უჭირთ და არა იმათ ვისაც 4 საცხოვრებელი ფართი და 4 ავტომობილი ყავთ, ღმერთმა ყველას გაუმარჯოს და ყველას ათასი ბინა და ათასი მანქანა მისცეს, მაგრამ ამ პროგრამებით ისარგებლებენ ის ოჯახები, ვისაც მართლა სჭირდება ჩვენი თანადგომა და დახმარება, ვინც მართლა შეჭირვებულია და სჭირდება მუნიციპალიტეტის გვერდში დგომა. შესაბამისად, ჩვენ დაკანონებების პროგრამას გავაგრძელებთ. მინდა მივმართო ყველა იმ ოჯახს, რომლებსაც ანალოგიური პრობლემა აწუხებთ, რომ მიმართეთ ადგილობრივ რაიონულ გამგეობებს და გექნებათ სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა დოკუმენტაცია არის მოსამზადებელი, რომ მოხდეს იმ კონკრეტული ფართების დაკანონება. დღეს გვაქვს შესაძლებლობა 66 ოჯახს დავუკანონოთ და სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადავცეთ საცხოვრებელი ფართები ისნის რაიონში და მინდა მივულოცო ამ ოჯახებს. როგორც გითხარით, ჩვენ ამ პროგრამას გავაგრძელებთ და კიდევ ბევრ ოჯახს გავახარებთ, ვისაც სჭირდება ჩვენი თანადგომა“, – განაცხადა კალაძემ.

წყარო: https://www.facebook.com/kakhakaladzeofficial