ქოფირაითინგის სასწავლო კურსი/სტაჟირება

„ბიზნეს მედია“ ელექტრონული პლატფორმაა, სადაც შუქდება როგორც მსოფლიო ეკონომიკური და ბიზნეს სიახლეები, ასევე საქართველოში მიმდინარე მოვლენები, ყოველდღიურად ქვეყნდება ინტერვიუები ადგილობრივ ბიზნესთან კომპანიის მიზანია დაეხმაროს არსებულ ბიზნესს მათი პროდუქციის  საზოგადოებადე  მიტანაში, მოამზადოს მათ შესახებ ვიდეო სტატია და ხელი შეუწყოს აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას.

„ბიზნეს მედია“ აცხადებს  ქოფირაითინგის სასწავლო კურსს/სტაჟირებას.

კურსის ფარგლებში:

  • კანდიდატი ყოველდღიურად ბიზნეს მედიისათვის მოამზადებს სტატიებს, რომლებიც განთავსდება საიტზე. სტატიები შეეხება როგორც, მსოფლიო ბიზნესს და ეკონომიკურ სიახლეებს, ასევე ქართულ ადგილობრივ ბიზნესს მათ შორის ინტერვიუებს ადგილობრივ კომპანიებთან;
  • ყველა სტატია გაივლის რედაქტირებას რედაქტორთან, ასევე კანდიდატს ეყოლება პერსონალური მენტორი  გამოცდილი ჟურნალისტების სახით, რომელიც  სიღრმისეულად შეასწავლის ქოფირაითინგს.

კურსის დასრულების შემდეგ:

  • გაიცემა სერთიფიკატი;
  • სარეკომენდაციო წერილი;
  • შეძლებთ ნებისმიერ კომპანიაში დასაქმებას აღნიშნულ პოზიციაზე.

დეტალები:

  • კურსის ხანგრძლივობა: 1-3 თვე (დისტანციურად) – გააჩნია კანდიდატს, მის გამოცდილებასა და ცოდნას;
  • სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 4 საათი;
  • კურსის საფასური: თვეში 200 ლარი;
  • ადგილები შეზღუდულია.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@bmnews.ge და “Subject”-ში მიუთითოთ: “ქოფირაითინგის სასწავლო კურსი/სტაჟირება” წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!

Job Category: ქოფირაითინგის სასწავლო კურსი/სტაჟირება

Apply for this position

Allowed Type(s): .pdf, .doc, .docx