,,ისწავლე და დასაქმდი” – თბილისის მერიის უფასო პროფესიული გადამზადების პროგრამა

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის“ ფარგლებში, სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებთან თანამშრომლობით, სამსახურის მაძიებელი მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი პროფესიული მომზადება/გადამზადების კურსები ხორციელდება.

დაინტერესებული მოქალაქეებისთვის ცხადდება ელექტრონული რეგისტრაცია, რომელიც 17 თებერვლიდან 27 თებერვლის ჩათვლით იწარმოებს. სწავლა მიმდინარე წლის პირველ მარტს დაიწყება.

ქალაქ თბილისის მერიის  პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ ამოქმედდა 2018 წელს. პროგრამის მიზანია სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების მოკლევადიანი პროფესიული კურსების  მეშვეობით სწავლება და დასაქმების ხელშეწყობა.

პროგრამის  2020-2021 წლების  პრიორიტეტი იქნება  Covid-19 პანდემიის პირობებში დაზარალებულ  მოქალაქეებს შეთავაზოს მოკლევადიანი პროფესიული მომზადება/გადამზადება შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში  და  ხელი შეუწყოს  მათ დასაქმებას.

2020-2021 წლებში, საერთო ჯამში, პროგრამაში ჩაერთვება  4000  მოქალაქე.

პროგრამა ხორციელდება თბილისში მოქმედი  სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების ბაზაზე,   კერძო  სექტორთან  თანამშრომლობით.

პროგრამის ფარგლებში სწავლება მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  • მშენებლობა
  • დიზაინი
  • ინჟინერია და ინფორმაციული ტექნოლოგიები
  • ტრანსპორტი
  • სურსათის ტექნოლოგია
  • საფინანსო სექტორი

პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია :

  • აპლიკანტი იყოს სრულწლოვანი
  • ჰქონდეს მინიმუმ საბაზო განათლება
  • იყოს თბილისში რეგისტრირებული

მეტი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საიტს : dasakmdi.ge