„Huawei” ხელოვნურ ინტელექტს ღორის ფერმის განვითარებისთვის იყენებს

„Huawei”  ცდილობს თავისი ტექნოლოგიები ღორის ფერმის მოდერნიზაციისკენ მიმართოს, ამის მიზეზი კი ტრამპის მიერ სმარტფონებზე  დაწესებული სანქციები გახდა.

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის  განცხადების მიხედვით, „Huawei” ამერიკის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. აღნიშნული ბრალდება სატელეკომუნიკაციო გიგანტმა არაერთხელ უარყო თუმცა, მას დღემდე არ აქვს 5G მოდელების დამზადების ნებართვა.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, „Huawei”-მ გადაწყვიტა, რომ ხელოვნური ინტელექტი ღორების ფერმის მოდერნიზებაში გამოიყენოს, რომელიც ხელს უწყობს ღორებში დავდებებიის გამოვლინებას. ტექნოლოგიის საშუალებით შესაძლებელია ღორის სახის იდენტიფიცირება ასევე, მათი ვარჯიშის, დიეტისა და წონის კონტროლი.

„ღორის ფერმა კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ვცდილობთ აღვადგინოთ ზოგიერთი ტრადიციული ინდუსტრია ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით,  5G ეპოქაში მრეწველებისთვის მეტი ღირებულების შესაქმნელად ”, – განაცხადა „Huawei”-ს წარმომადგენელმა.

წყარო: BBC