HSE Group / ეიჩესი ჯგუფი – უსაფრთხო სამუშაო გარემოსთვის

,,ეიჩესი ჯგუფი’’ 2016 წელს ვახტანგ აშმეიბამ და დავით გოგსაძემ დაარსეს და მას შემდეგ, არაერთი კომპანიის შრომის უსაფთხოებაზე ზრუნავენ.

კომპანიის დამფუძნებლების გამოცდილება მრავალ წელს ითვლის და განსაკუთრებულ დამაჯერებლობას სძენს არაერთ საერთაშორისო პროექტში აქტიური მონაწილეობა. იმ  დროს, როცა საქართველოში შრომის უსაფრთხოების შესახებ მხოლოდ ერთეულებს სმენოდათ, დავითი და ვახტანგი უკვე მაგისტრის ხარისხის მქონე, კვალიფიციური სპეციალისტები იყვნენ. მათი თანამშრომლობა თანდათან პარტნიორობაში გადაიზარდა და ასე შეიქმნა კომპანია, რომელიც სხვა ორგანიზაციებს შრომის უსაფრთხოების მიმართულებით კონსულტაციას უწევს.

კონტრაქტორების უმეტესობა დაარსების დღიდან „ეიჩესი ჯგუფის“  ერთგულია. მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომპანიის ღირებულებები, ხოლო „ეიჩესი ჯგუფისთვის“ – პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა. ,,ეიჩესი ჯგუფი“ შრომის უსაფრთხოების მომსახურებას სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს უწევს, მათ შორის: სითი მოლს, ავერსის კლინიკებს, მინისოს და საქართველოში მოღვაწე სხვა წარმატებულ კომპანიებს.

საკონსულტაციო კომპანია ინდუსტრიულ და კომერციულ სექტორს შრომის დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების სრულ მომსახურებას სთავაზობს და ზრუნავს, რომ მათი საქმიანობა სრულ შესაბამისობაში იყოს საქართველოს კანონმდებლობასთან.

„ეიჩესი ჯგუფი“ სტაბილური და პასუხისმგებლიანი კომპანიაა, რომელიც მუდმივად ზრუნავს განვითარებაზე. სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, აცხადებს, რომ პანდემიის გამო, დროებით შეჩერებულია გრძელვადიანი პროექტები, თუმცა, გუნდი აქტიურად მუშაობს სხვადასხვა სტრატეგიაზე და სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ, რამდენიმე  საინტერესო პროექტის განხორციელებას გეგმავს. მანამდე კი, მათი უპირველესი ინტერესი საკუთარი და პარტნიორი კომპანიების თანამშრომლების შრომის უსაფრთხოებაზე ზრუნვაა.

„პანდემია მოულოდნელი და რთული გამოწვევა აღმოჩნდა სრულიად სამყაროსთვის და, მათ შორის, „ეიჩესი ჯგუფისთვისაც“ – ვირუსის პრევენცია ხომ შრომის უსაფრთხოებაზე გადის. ახალი კორონავირუსის პირველივე შემთხვევების დაფიქსირებიდან, ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებში, არსებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, ვმუშაობთ ვირუსის პრევენციაზეც. „ეიჩესი ჯგუფი“ სწრაფად და წარმატებით ადაპტირდა ვირუსის საწყის ეტაპზევე და მას შემდეგ, გვერდში ვუდგავართ კომპანიებს, რომელსაც ეს სჭირდება. პარტნიორმა ორგანიზაციებმა ჩვენი ჩართულობით, წარმატებით გაიარეს შრომის ინსპექციის შემოწმება და აღადგინეს საქმიანობები“.

„ეიჩესი ჯგუფის“ მთავარი წარმატება პარტნიორ კომპანიებში საწარმო შემთხვევების ნულოვანი მაჩვენებელია, რაც ყოველდღიური მიზანმიმართული და ნაყოფიერი მუშაობის შედეგია. სწორედ ასე ცვლის „ეიჩესი ჯგუფი“ საქართველოში არსებულ სტატისტიკას უკეთესობისკენ.

„ეიჩესი ჯგუფი“ გამოთქვამს მუდმივ მზადყოფნას, იზრუნოს თქვენი და თქვენი დასაქმებულების შრომის უსაფრთხოებაზე.

Facebook: https://www.facebook.com/HSEGroupGeorgia  

Website: http://hsegroup.ge/