“Happy Moments” – შექმენი შენი ცხოვრების ლამაზი ისტორია

მნიშვნელოვანი დღეები განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს. ასეთი მომენტები დასამახსოვრებელი რომ გახდეს, სულ ორი რამაა საკმარისი-საყვარელი ადამიანები და ორიგინალური დეკორაციები. პირველის მოძიებას თქვენ განდობთ, ხოლო რაც შეეხება დეკორაციებს, ამაში ხშირად ყველას გვჭირდება დახმარება, ამიტომაც გაგიზიარებთ კომპანიას, რომელმაც, როგორც აღმოჩნდა, ზუსტად იცის რა აკლია თქვენს დღესასწაულებს სრულყოფილებამდე.

დაახლოებით სამი წლის წინ, თინათინ და თამარ იმერლიშვილებს გაუჩნდათ იდეა, თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე, აესრულებინათ ოცნებები, იდეა გაეცოცხლებინათ და დაარსეს კომპანია, რომელიც  ერთ-ერთი პირველია დღესასწაულების ორიგინალურად გაფორმებაში. განსხვავებული დიზაინისა და ძალიან კმაყოფილი მომხარებელის დამსახურებით მათთვის ბაზარზე თავის დამკვიდრება დიდ გამოწვევას არ წარმოადგენდა.

„ბედნიერი მომენტები“ არის კომპანია, რომელიც ორგანიზებას უკეთებს სხვადასხვა სახის დღესასწაულების გაფორმებას, როგორიცაა: ახალშობილის დახვედრის ცერემონია, დაბადების დღე, ნათლობა, ხელის მოწერის ცერემონია, ხელის თხოვნა, კორპორატიული წვეულება და ა.შ. დეკორაციაში ძირითადად ბუშტებს იყენებენ და მათგან სხვადასხვა კომბინაციებსა და დიზაინს ქმნიან.

სულ პაწაწინა ერთი ბუშტის გაბერვაც კი უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებს. ისევე განვიცდით და ვივსებით  ემოციურად როგორც დამკვეთი, მაქსიმალურად მიგვაქვს გულთან მათი მოთხოვნები და ვცდილობთ ყოველთვის ყველაფერი იყოს იდეალურად.“

კომპანიაზე უფრო ვრცლად თინათინი გვესაუბრა:

როდის და როგორ შეიქმნა თქვენი კომპანია?

დაახლოებით სამი წლის წინ, მე და მამიდა ვსაუბრობდით ჩვენი გატაცებების შესახებ. ასევე იმაზე, რომ ორივეს გვაქვს მსგავსი ინტერესები, გვხიბლავს ხელოვნების სხვადასხვა სფერო განსაკუთრებით დიზაინის მიმართულება. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ძალები გაგვეერთიანებინა და ოცნებები რეალობად გვექცია, გამოგვეცადა საკუთარი შესაძლებლობები უფრო მასშტაბურად. იდეა იდეად რომ არ დარჩენილიყო, მაშინვე დავიწყეთ მოქმედება – შევქმენით FACEBOOK გვერდი და მანამდე ჩვენი შექმნილი ნამუშევრები გავაცანით ფართო აუდიტორიას.

კომპანიის სახელი და იდეა საიდან წამოვიდა?

“FACEBOOK-ზე გვერდის შესაქმნელად აუცილებელი იყო სახელის მოფიქრება. რადგან ჩვენს საქმიანობაში ყველა დეტალი უდიდეს ბედნიერებას გვანიჭებდა, სახელის იდეაც მაშინვე გამიჩნდა. წამიერად დაიბადა „Happy Moments/ბედნიერი მომენტები“. არც ერთი წუთით არ გვიყოყმანია მის სიზუსტესა და სისწორეზე,  ვიცოდით , რომ მხოლოდ სახელიც კი მიიტანდა ჩვენს სიყარულს და სითბოს თითოეულ მომხმარებლამდე. მართლაც, რომ ჩვენი საზოგადოების ყველა ბედნიერი მომენტის აღსანიშნავად ვერთვებით ჩვენი საქმიანობით და უფრო დიდ და დასამახსოვრებელ დღედ ვაქცევთ.”

რას სთავაზობთ მომხმარებელს? მოგვიყევით პროდუქციაზე

“მომხმარებლებს ვთავაზობთ ბუშტების ფართო არჩევანს, როგორც ზომებში ასევე ფერებში და მათი კომბინაციებით შექმნილ ულამაზეს დიზაინს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს ბაზარზე ალბათ პირველები ვართ, რომლებიც ვამზადებთ ბუშტებისგან დეკორაციულ ფიგურებს სხვადასხვა თემატიკაზე. მაგალითად: წყალქვეშა სამყარო, გალაქტიკა, სხვადასხვა ზღაპრის და მულტფილმების გმირები,ცხოველები, ყვავილები, მცენარეები და ა.შ. ასევე ჩვენი კომპანია ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს, გარდა შეკვეთილი დიზაინისა, სთავაზობს სხვადასხვა კონკურსებს, გათამაშებებს, საქველმოქმედო აქციებს და ა.შ. პრიზებიც საკმაოდ  საინტერესო და სოლიდურია.”

პანდემიას როგორ გაუმკლავდით?

“როგორც ყველა ბიზნესს, პანდემია ჩვენც შეგვეხო და გვაზარალა. გარკვეული მიზნები და გეგმები რაღაც პერიოდით დროში გაიწელა. თუმცა, მაინც ვახერხებდით პატარა წვეულებების გაფორმებას ყველა წესისა და რეგულაციის დაცვით, რომლებიც შემუშავებული იყო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ.

მოგვიყევით სამომავლო გეგმებზე

“ჩვენი სამომავლო გეგმები საკმაოდ დიდია და მრავალფეროვანი. გაგაცნობთ აქედან ერთ-ერთს: ვგეგმავთ ბავშვთა დაცვის დღეს, 1 ივნიის ღია სივრცეში საბავშვო კუთხეების გაფორმებას და უამარავი პატარას გულის გახარებას სხვადასხვა აქტივობებით.

კომპანია თავისი ორიგინალური ხელწერითა და სტილით თქვენს დღესასწაულებს განსაკუთრებულ და გამორჩეულ იერსახეს მიანიჭებს. თქვენი მოთხოვნები და სურვილები მაქსიმალურად შესრულდება, „ბედნიერი მომენტები“ კი სამუდამოდ გემახსოვრებათ.

facebook: https://www.facebook.com/HappyMomentsGeorgia