გერმანიამ შეწყვიტა “AstraZeneca”-ს მოხმარება

გერმანიამ დროებით შეაჩერა ვაქცინა “AstraZeneca”-ს მოხმარება, მას მალევე მიბაძა იტალიამ, საფრანგეთმა და ესპანეთმა.

ორშაბათს გერმანიის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დროებით წყვეტს ვაქცინის მოხმარებას, მოგვიანებით კი ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა შემოუერთდა, მიზეზად ტრომბის წარმოშობის საშიშროებას ასახელებენ. გერმანიამ ამ ნაბიჯს “უსაფრთხოების ზომა” უწოდა.

“ახალი შეტყობინებების შემდეგ, სადაც არის საუბარი ვაქცინაციის შედეგად ტვინის ვენის თრომბოზის შესახებ, გერმანიაში და ევროპაში თვლიან, რომ ეს საკითხი გამოსაკვლევია”, – განაცხადეს სამინისტროში.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ დროებით შეწყვეტენ ვაქცინის გამოყენებას, სანამ გამოკვლევა არ დასრულდება. თუმცა, მიიჩნევს, რომ ეს პერიოდი ხანმოკლე იქნება.

წყარო : DW