„Ford”-მა „Google”-თან ხელშეკრულება გააფორმა

ორშაბათს, 1-ელ თებერვალს „Ford”-მა და „Google”-მა ექვსწლიანი „სტრატეგიული პარტნიორობის“ ხელშეკრულება გააფორმეს. პარტნიორობის თანახმად, ავტომწარმოებელი „Android”-ის ციფრულ ეკრანებში ჩაწერილ პროგრამას და „Google”-ის სხვა ტექნოლოგიებს მილიონობით მანქანაში გამოიყენებს.

ავტომწარმოებლის ინფორმაციით, „Google” მას ბიზნესის მოდერნიზაციაში დაეხმარება. ასევე, პარტნიორობის ფარგლებში „Ford”-ს საშუალება ექნება გამოიყენოს ხელოვნური ინტელექტი და „Google”-ის ღრუბლოვანი სერვისები, როგორც ციფრული კავშირის გაუმჯობესების საშუალება.

„”Ford” და “Google” ერთად კომპანიის ისტორიაში ყველაზე დიდ ტრანფორმაციას მოახდენენ. ორი დიდი კომპანია ადგენს ინოვაციურ ცენტრს, რომელსაც ნამდვილად შეუძლია ჩვენი ბიზნესის მოდერნიზაცია და ჩვენი მომხმარებლებისთვის ახალი გამოცდილების გაზიარება“, – განაცხადა „Ford”-ის გენერალურმა დირექტორმა, ჯიმ ფარლიმ.


წყარო:TheDetroitNews