”ეუ-ლაბი” – მეტი ვიდრე ლაბორატორია

”ეუ-ლაბი” წარმოადგენს საერთაშორისო გარე სტანდარტის მქონე ევროპული  ლაბორატორიების პარტნიორს საქართველოში. კომპანია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და უზრუნველყოფს სანდოობის მაღალ ხარისხს, რაც არსებული მოთხოვნების და  მდგომარეობის ანარეკლია.
ეუ-ლაბი გთავაზობთ ანალიზების ფართო სპექტრს, 5000-მდე სახეობის გამოკვლევას სხვადასხვა დარგში.

  • ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი ანალიზატორებით
  • გამოკვლევების სრული ავტომატიზაცია, კომპიუტერული მართვა, ყველა ტექნოლოგიური პროცესისა და გამოკვლევების უნიკალური მეთოდიკები.
  • მინიმუმამდე დასული შეცდომის რისკი, რაც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სანდო შედეგებს.

როგორც, ეულაბის დამფუძნებლები აცხადებენ, ეუ-ლაბი შეიქმნა 2020 წელს. დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და ხანგრძლივი გამოცდილების მქონე გუნდით. მრავალწლიანი დაკვირვების პირობებში, გუნდის წევრები აკვირდებოდნენ პერმანენტულად აღნიშნულ ბაზარზე მოთხოვნების და საჭიროებების როგორც ხარისხობრივ(სტანდარტი,ხარისხი,სერტიფიცირება) ასევე თვისობრივ (მენეჯმენტი,მარკეტინგი) ფაქტორებს, სწორედ ამ კომპონენტების დამუშავების,დახვეწის და სტრატეგიის შემუშავების შემდგომ დაარსდა ეუ-ლაბი.

ეუ-ლაბი წარმოდგენილია როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო კვლევების ფართო არჩევანით, რომელიც  მომხმარებლებს სთავაზობს 5000-მდე სხვადასხვა სახის რუტინულ თუ სპეციფიკურ კვლევებს.

კომპანიის გენერალური დირექტორის ლევან ჭელიძის თქმით კომპანიის სახელი ბევრი ფიქრის გარეშე გადაწყდა, „ეუ“- წარმოადგენს ევრო კავშირის ინიციალებს ( European Union) , ხოლო „ლაბ“ ლაბორატორიას, შესაბამისად  ევროპული ლაბორატორია ევროპული ხარისხის სტანდარტით.

რამდენად რთული იყო თავის დამკვიდრება არსებულ ბაზარზე და პანდემიას როგორ გაუმკლავდა კომპანია?

ბაზარზე ახალი მოთამაშის გამოჩენა ყოველთვის გარკვეულ რისკებს შეიცავს, რისკები მრავალფეროვანია და დამოკიდებულია უამრავ ფაქტორზე, თუმცა ჩვენი გუნდის მიერ ხანგრძლივმა დაკვირვებამ, რისკების შეფასებამ და გაანალიზებამ, ეუ-ლაბს მისცა საშუალება მაქსიმალურად შეემსუბუქებინა გარე რისკ ფაქტორების წნეხი.
გლობალური პანდემია სწორედ,რომ ერთერთი რისკ ფაქტორია ნებისმიერი საქმიანობისთვის, თუმცა ალბათ ყველაზე იოლად ამ ფაქტორს სამედიცინო პერსონალი უმკლავდება, გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენთან სრულადაა გათვალისწინებული ყველა ის მოთხოვნა, რომელიც პანდემიის პრევენციისთვისაა საჭირო, გარდა ამისა ეუ-ლაბის თანამშრომლები მუდმივად გადიან ტესტირებას, რათა მომხმარებლების უსაფრთხო გარემოს შეუწყონ ხელი.
ლევან ჭელიძე

ეუ-ლაბი, როგორც ახალი მოთამაშე პირველ ეტაპზე გაწერილი სტრატეგიიდან გამომდინარე გეგმავს სტაბილური პოზიციის შექმნას მოქმედ ბაზარზე, გრძელვადიან პროგნოზში იგეგმება გაფართოვება, როგორც დედაქალაქში ასევე რეგიონული მიმართულებით.

ეუ-ლაბი

ევროპული ლაბორატორიების პარტნიორი საქართველოში
ტელ:591460808 / 591460707
მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ N100

E-mail: reception@eu-lab.ge
http://F acebook.com/EULAB11
www.eu-lab.ge