Dorani.ge – სივრცე ახალი შესაძლებლობებისთვის

საქმიანი ციფრული სივრცე, რომელიც სხვადასხვა პროფესიის ხალხს გააერთიანებს და მოტივირებული ადამიანებისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. დამსაქმებლები ხშირად წუხან იმ ფაქტის გამო, რომ შესაბამის კადრებს ვერ პოულობენ, დასაქმების მსურველები კი იმ გარემოებას უჩივიან, რომ თავიანთი შესაძლებლობების რეალიზებას ვერ ახერხებენ. ფაქტია და ამას სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებს, რომ ქვეყანაში დასაქმების დიდი პრობლემაა, რომელიც განსაკუთრებით პანდემიის დროს გამწვავდა. სწორედ ამ პერიოდში გაუჩნდა იდეის ავტორს ინიციატივა შეექმნა პლატფორმა Dorani.ge, რომელიც სხვადასხვა ინტერესის ადამიანს გააერთიანებდა.

  სახელწოდება უშუალოდ გამოხატავს საიტის კონცეფციას, როგორც იდეის ავტორი განმარტავს, ,,დორანი“ ძველი ქართული სიტყვაა და სარფიანი თავშეყრის ადგილს ნიშნავს. სწორედ ამგვარი სარფიანი და ამასთან, საქმიანი თავშეყრის ადგილი შექმნეს ამ პლატფორმის სახით, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ პროცესებმა ინტერეტ სივრცეში გადაინაცვლეს.

,,დორანი” არის პირველი ქართული სპეციალისტთა საიმიჯო პლატფორმა, რომლის შექმნის იდეაც პანდემიის პერიოდში გამიჩნდა, როდესაც უამრავი კომპანია დაიხურა და ათიათასობით ადამიანი, ფაქტობრივად, შემოსავლის გარეშე დარჩა, შესაბამისად გადავწყვიტე, ეს პრობლემა კრეატიულად მომეგვარებინა და შევქმენი სრულიად ახალი ციფრული პროდუქტი, რომელიც დასაქმების ბაზარს დიდ წარმატებას მოუტანს!”

  იდეის ავტორმა ანუკა ხელაძემ, მეგობარ გარი ცარიელაშვილთან ერთად, საკუთარი იდეის რეალიზება შეძლო. დღეს უკვე ნებისმიერ სფეროში მომუშავე ადამიანს, ინსფლუენსერს, მეწარმეს, ტრენერსა თუ სხვა პროფესიის სპეციალისტს საშუალება აქვს, ისარგებლოს დახვეწილი და მრავალფუნქციური პლატფორმით.

,,საიტი პროგრამულად საკმაოდ დახვეწილი და მრავალფუნქციურია, რაც გაწევრიანების  მსურველებს საშუალებას აძლევს, ყველაზე მრავალფეროვანი ბიზნეს პროფილი შექმნან : ატვირთონ რეზიუმე, პორტფოლიო, სერტიფიკატები, კომპიუტერული უნარ-ჩვევების ფლობის დონე, სოციალური ქსელების ლინკები ან ინფორმაცია საკუთარი ბიზნესისა და სერვისების შესახებ. ფაქტობრივად, ჩვენ შევქმენით სივრცე, რომელიც ერთგვარი პრესტიჟული სავიზიტო ბარათია საქმიანი ადამიანებისათვის.’’ – განმარტავენ საიტის შემქმნელები.

ბიზნეს პროფილის შექმნა ამ საიტის ერთადერთი ბენეფიტი არ არის. აქ მხოლოდ დასაქმების მსურველები არ იკრიბებიან, არამედ კომპანიები, დამკვეთები, HR -ები და ნებისმიერ ის ადამიანი, ვინც სპეციალისტს ეძებს. დორანი ერთგვარი მედიატორი პლატფორმაა, რომელიც ხელს უწყობს ორმხირვ კომუნიკაციას დამსაქმებელსა და სამსახურის მაძიებელს შორის, რაც ასე სჭირდება ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს. ეს დანაკლისი კი ბოლო წლის ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებელზეც საკმაოდ მკაფიოდ აისახა.

,,ყველა სიკეთესთან ერთად, ჩვენი გუნდი პირად საიმიჯო მხარდაჭერასაც შესთავაზებს თითოეულ წევრს და მათი საქმიანობის, მიღწევების, ახალი და საინტერესო პროექტების თუ წამოწყების შესახებ ფართო აუდიტორიას მოუყვება, რითაც მათ საკუთარი თავის უფრო ეფექტურად წარმოჩენასა და რეალიზებაში დაეხმარება. ასევე, დორანზე რეგისტრირებული სპეციალისტები მონაწილეობას მიიღებენ ჩვენს პოდკასტებსა და იუთუბ არხის გადაცემაში.”

დორანში სამომავლო გეგმებიც არანაკლებ საინტერესო და ინოვაციური აქვთ. ფაქტია, პროექტის მთლიანი არსი ქვეყნის დასაქმების მაჩვენებელზე დადებითად უნდა აისახოს, თუმცა დასაქმების პერსპექტივის შექმნასთან ერთად პლატფორმა მომავალში საგანმანათლებლო ფუქციასაც შეითავსებს. კონკრეტული სფეროთი დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება დორანის ციფრული აკადემიის საშუალებით ხარისხიანი და პრაქტიკაზე ორიენტირებული ცოდნა მიიღოს.

,,ამჟამად ჩვენი გუნდი მუშაობს ინოვაციური ციფრული აკადემიის შექმნაზე, რომელიც უზრუნველყოფს ხელმისაწვდომი, ხარისხიანი და პრაქტიკული ცოდნის გადაცემას ახალგაზრდებისთვის, ამავდროულად სპეციალისტებს მისცემს შესაძლებლობას, გახდნენ  სასარგებლო წამოწყების თანამონაწილენი და ამასთანავე,  საკუთარი გამოცდილების გაზიარებით გამოიმუშაონ დამატებითი თანხა.“

,,ახალი სტარტაპი ახალი შესაძლებლობებით“ – ამგვარია საიტის კონცეფცია. ასე რომ, თუ ახალ შესაძლებლობებს ეძებთ და სიახლეებს არ უშინდებით, ვფიქრობ, შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ.