დიდი ბრიტანეთი საექსპორტო ვაჭრობის გაძლიერებას გეგმავს

დიდი ბრიტანეთის მთავრობა აპირებს შექმნას 4 სავაჭრო ცენტრი ეკონომიკის გაძლიერებისთვის, ამის შესახებ BBC გვატყობინებს.

საგარეო ვაჭრობის მინისტრმა ლიზ ტრაუსმა განაცხადა, რომ ეს ცენტრები განთავსდება ედინბურგში, კარდიფში, ბელფასტსა და დარლინგტონში. ამ ყველაფრის მიზანია ექსპორტის გაძლიერება. თუმცა, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს გზა “არასწორია”.

სახელმწიფო აცხადებს, რომ ეს ცენტრები კონსულტაციას გაუწევენ და მიაწვდიან საჭირო ცოდნას იმისთვის, რომ რეგიონალურმა მოვაჭრეებმა ძირითადი სავაჭრო ცენტრების დაიკავონ და ამით შეძლონ ექსპორტის და ეკონომიკის აღდგენა.

“ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შევძლებთ მივმართოთ ინვისტიციები ქვეყნის ნებისმიერ ნაწილში და მნიშვნელობა არ აქვს, ექსპერტები ყიდიან შოტლანდიურ საქონელსა თუ მანქანას, რომელსაც აწარმოებენ ჩრდილოეთ ინგლისში – მათ ექნებათ წვდომა საჭირო ინფორმაციასთან საიმისოდ, რომ გააზარდონ სავაჭრო არეალი.”, – განაცხადა ლიზა ტრაუსმა.